„სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 11 მაისის №05/10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №05/05 |
|
2025 წლის 7 აპრილი ქ.თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების პრინციპის განუხრელად დაცვით, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი და დაადგინოს მათი ღირებულება;“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ანსამბლს ხელმძღვანელობს დირექტორი.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ანსამბლის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამხატვრო ხელმძღვანელს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ანსამბლის დირექტორი.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ანსამბლის დირექტორი:
ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) პასუხისმგებელია ანსამბლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
დ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ე) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურასა და შინაგანაწესს;
ვ) საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსი“ შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;
ზ) საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თანხმობით, ამტკიცებს ანსამბლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
თ) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
ი) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას;
კ) დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
ლ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
მ) უფლებამოსილია მოახდინოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული ფუნქციების დელეგირება, რაც მას არ ათავისუფლებს ანსამბლის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.“;
ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) ხელს უწყობს ანსამბლის დირექტორის საქმიანობას შემოქმედებითი მიმართულებით;
ბ) მონაწილეობს ანსამბლის რეპერტუარის შედგენასა და სარეპერტუარო პოლიტიკის განსაზღვრაში;
გ) ანსამბლის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს/რეკომენდაციებს ანსამბლის მაღალმხატვრული შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) ანსამბლის დირექტორთან შეთანხმებით ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.“;
ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ანსამბლის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული პირი.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ანსამბლის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ანსამბლის დირექტორი.
3. ანსამბლის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს ანსამბლის დირექტორი.“.
|