საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/45
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,166 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 13.12.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 25.04.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 04.11.2014 სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 31.10.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 06.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/45 2015 წლის 19 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  გორის ქალთა კამერული გუნდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გორის ქალთა კამერული გუნდის“  თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის  2006 წლის 3 აგვისტოს N3/254 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის ქალთა კამერული გუნდი“ (შემდგომში გუნდი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების პირველი მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის N391 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის“ უფლებამონაცვლეს. 2. გუნდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. 3. გუნდის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გორის ქალთა კამერული გუნდი“.    4. გუნდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 5. გუნდის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი გორი, სამეფოს ქუჩა N17. მუხლი 2🔗. გუნდის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი გუნდის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: ა) საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, ეროვნული და მსოფლიო პროფესიული საგუნდო მუსიკალური ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია-პროპაგანდა; ბ) თანამედროვე ქართული საგუნდო მუსიკალური შემოქმედების სტიმულირება; გ) ნიჭიერი შემოქმედებითი კადრების მოზიდვა-დაოსტატება. მუხლი 3🔗. გუნდის უფლება-მოვალეობანი 1. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად გუნდი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ბ) მონაწილეობა მიიღოს და/ან თავად მოაწყოს მუსიკალური საქველმოქმედო აქციები, მათ შორის კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები, სხვა სახის ღონისძიებები; გ) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ და სხვა სახის აქციებში, დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები; დ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემოქმედებითი მოღვაწეობის, რეპერტუარის შერჩევისა და მისი საჯაროდ შესრულების, ნებისმიერი სარეკლამო მასალის (ბუკლეტები, აფიშები, პროგრამები და ა.შ.), პუბლიკაციისა და სხვა ანალოგიური საქმიანობის თავისუფლებას; ე) დააამყაროს შემოქმედებითი ურთიერთობები სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან თავისი პროფილის დიდი ფორმის საგუნდო ნაწარმოებების შესასრულებლად და/ან ჩასაწერად; ვ) აწარმოოს ჩაწერები კომპაქტდისკებზე, აუდიო-ვიდეო კასეტებზე, ინტერნეტში, გადაიღოს ვიდეოფილმები, კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზაცია და/ან გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ; ზ) გახდეს თავისი პროფილის ეროვნული და საერთაშორისო შემოქმედებითი ორგანიზაციების (კავშირები,ასოციაციები, საზოგადოებები და ა.შ.) წევრი; თ) კომპეტენციის ფარგლებში ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტები, თავისი სახელით დადოს გარიგებები საქართველოსა და უცხოეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, სპონსორებთან; ი) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს ორგანიზაციის ეკონომიკური პროგრამა, შემოქმედებითი მიზნების განხორციელებაზე გაწეული ხარჯების შესაბამისად დაადგინოს თავის კონცერტებზე და სხვა სახის ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების ღირებულება; კ) ჩამოაყალიბოს შემოქმედებითი და სასწავლო ჯგუფები; ლ) შეიმუშაოს გუნდის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით; ნ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ო)  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილების შესაბამისად.  მუხლი 4🔗. გუნდის მართვა და სტრუქტურა 1. გუნდის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2. გუნდის დირექტორი: ა) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს გუნდს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და პერსონალურად აგებეს პასუხს გუნდის საქმიანობის სწორად წარმართვაზე და გუნდის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში აფორმებს ხელშეკრულებებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; გ) გასცემს მინდობილობებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში; დ) საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამტკიცებს გუნდის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, კანონის შესაბამისად ახორციელებს გუნდის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას; ზ) შეიმუშავებს გუნდის შინაგანაწესს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 3. გუნდის შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს მთავარი დირიჟორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გუნდის დირექტორი. 4. გუნდის მთავარი დირიჟორი: ა) აყალიბებს შემოქმედებით კოლექტივს; ბ) განსაზღვრავს გუნდის მიმდინარე და პერსპექტიულ რეპერტუარს, სამუშაო გეგმას – საკონცერტო გამოსვლების, ჩაწერებისა და სხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობის განრიგსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებას; გ) უზრუნველყოფს გუნდის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს, პასუხისმგებელია მისი საშემსრულებლო მოღვაწეობის შედეგებზე; დ) ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს სოლისტ შემსრულებელთან და კომპოზიტორებთან; ე) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დროებით ასრულებს მის მოვალეობას. მუხლი 5🔗. გუნდის სახელმწიფო კონტროლი 1. გუნდის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს  მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას; 2. გუნდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს გუნდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 6🔗. გუნდის ქონება 1. გუნდს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც გუნდის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. გუნდს  მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გუნდის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ)  თავდებობა; დ) გუნდის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება გუნდის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 7🔗. გუნდის დაფინანსების წყაროები 1. გუნდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) გრანტები და შემოწირულობანი; ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) გუნდის მიერ ბილეთებისა და აბონიმენტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი  ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება  გუნდის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. გუნდის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 8🔗. გუნდის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. გუნდის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. გუნდი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. გუნდის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი  ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9🔗. გუნდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. გუნდის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. გუნდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 10🔗. გუნდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი გუნდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.