სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №515 |
|
2022 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი |
სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი (შემდგომში − გუნდი).
მუხლი 2
გუნდის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
მუხლი 3
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელოს გუნდის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს გუნდის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
მუხლი 4
გუნდს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5
გუნდს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო საბიუჯეტო ასიგნებები განესაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბერს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2022.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ“?
- „სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ“ მიღებულია 31.10.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №515. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.023726.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ“, №515, 31.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023726 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5600695/