საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/41
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/41
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის N3/34 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი (შემდგომში ორკესტრი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 იანვრის N14 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის“ უფლებამონაცვლეს.
2. ორკესტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
3. ორკესტრის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი“.
4. ორკესტრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
5. ორკესტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4, შენობა-ნაგებობა 2, სართული 8.
მუხლი 2🔗.
ორკესტრის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
ორკესტრის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) საკონცერტო მოღვაწეობა ქვეყნის მასშტაბითა და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) ეროვნული, მსოფლიო, კლასიკური და თანამედროვე პროფესიული მუსიკის საზოგადოების ფართო ფენებში პოპულარიზაცია;
გ) საშემსრულებლო ხელოვნების ხელის შეწყობა და განვითარება;
დ) ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოს-შემსრულებელთა თვითრეალიზაციისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ე) ქართული საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო კონკურსებში და ფესტივალებში მონაწილეობა.
მუხლი 3🔗.
ორკესტრის უფლება-მოვალეობანი
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა, მუსიკოსების მოწვევა, გასტროლების დაგეგმვა და სხვა);
ბ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აირჩიოს საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გასცეს თანხმობა ტელევიზიითა და რადიოთი კონცერტის ტრანსლაციის ან ჩაწერის, ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე) და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს ორკესტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, აგრეთვე ორკესტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას;
ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ორკესტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ორკესტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები, შემსრულებელთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად;
თ) განახორციელოს ინდივიდუალური საკონცერტო და საიმპრესარიო მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ორგანიზება გაუწიოს და თავად მოაწყოს მუსიკალური, საქველმოქმედო და კომერციული აქციები, მათ შორის კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები, სხვა სახის ღონისძიებები;
ი) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ და სხვა სახის აქციებში. დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები;
კ) დაამყაროს შემოქმედებითი ურთიერთობები სხვა მუსიკალურ ორგანიზაციებთან ნაწარმოებების შესასრულებლად და/ან ჩასაწერად; საჭიროების შემთხვევაში საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სოლისტი-შემსრულებელები, ორკესტრები, ანსამბლები და ა. შ.;
ლ) აწარმოოს სანოტო-გამამრავლებელი, პოლიგრაფიული და სხვა საგამომცემლო საქმიანობა, ჩაწერები კომპაქტ-დისკებზე, აუდიო-ვიდეო კასეტებზე, ინტერნეტში, გადაიღოს ვიდეოფილმები, აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზება და/ან გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
მ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ნ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
ორკესტრის მართვა და სტრუქტურა
1. ორკესტრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. ორკესტრის მართვას ახორციელებს ორკესტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
3. ორკესტრის დირექტორი:
ა) არის ორკესტრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს ორკესტრის შემოქმედებით, ორგანიზაციულ და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს ორკესტრის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს ორკესტრის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;
დ) საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად წყვეტს ორკესტრის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული მუშაკების მოწვევა-გათავისუფლების საკითხს;
ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს ორკესტრის შინაგანაწესს.
ვ) ორკესტრის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით პერიოდულად ორგანიზება, უწევს მასტერ-კლასებსა და ტრენინგებს;
ზ) ორგანიზებას უწევს ახალი მუსიკალური საკონცერტო ნაწარმოებების შექმნასა და ძველი ნაწარმოებების აღდგენით-მოსამზადებელ სამუშაოებს;
თ) უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ახალი ნაწარმოებების შექმნის თაობაზე;
ი) პასუხისმგებელია ორკესტრის საჯარო გამოსვლების მიმდინარეობაზე და უზრუნველყოფს მის ტექნიკურ მხარეს;
კ) უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
მ) ორკესტრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აცხადებს და ახორციელებს თანამშრომელთა კონკურსსა და ატესტაციას;
ნ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმოუდგინოს ორკესტრის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, ორკესტრის ბიუჯეტი;
ო) უფლებამოსილია მოიზიდოს დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსები;
პ) ორკესტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
მუხლი 5🔗.
ორკესტრის სახელმწიფო კონტროლი
1. ორკესტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
2. ორკესტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ორკესტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗.
ორკესტრის ქონება
1. ორკესტრს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ორკესტრის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. ორკესტრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ორკესტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ორკესტრის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ორკესტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 7🔗.
ორკესტრის დაფინანსების წყაროები
1. ორკესტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) გრანტები და შემოწირულობანი;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) ორკესტრის მიერ ბილეთებისა და აბონიმენტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ორკესტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ორკესტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 8🔗.
ორკესტრის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. ორკესტრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. ორკესტრი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. ორკესტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗.
ორკესტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ორკესტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ორკესტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10🔗.
ორკესტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ორკესტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.