1. ცენტრის მიზანია:
ა) სამეცნიერო-კველვითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
გ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა;
დ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ე) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობა.
2. ცენტრის საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ა) საქართველოს ძველი, ახალი და თანამედროვე კულტურული მემკვიდრეობის (შემდგომში – კულტურული მემკვიდრეობის) ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა და პოპულარიზაცია;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომების მომზადება პუბლიკაციისთვის, ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიის კვლევა, დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა;
გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და ინვენტარიზაცია (მოძრავი და უძრავი ძეგლების პასპორტების შედგენა); სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში მონაწილეობა;
დ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტთა მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (შემდგომში – ძეგლი) და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მეთოდოლოგიური ექსპერტიზა, ძეგლების დაცვისა და კონსერვაციის პროგრამებისა და დოკუმენტაციის შემუშავებ