აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2015 წლის 20 მარტი აბაშა |
|
1. საფინანსო ორგანო – აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე.
2. გადანაწილება – ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. თანხების ასახვა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა.
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების მექანიზმს.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს.
2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა.
2. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს - აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე).
2. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.08.2018.
- როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.03.2015. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.110.016200.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.08.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.08.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №12, 20.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2778481/