თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თნამდებობის პირი

მიღების თარიღი 19.03.2015
ძალის დაკარგვა 28.12.2017
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016218
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 739 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.03.2015 მიღება
28.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის (საკრებულოს, საკრებულოს კომისიები, ფრაქციები, საკრებულოს ბიურო, დროებითი სამუშაო ჯგუფები)
2 მაჟორიტარი დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრებისათვის, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N საკრებულოს წევრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თნამდებობის პირი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2015 წლის 19 მარტი დ. თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მინიციპალიტეტის საკრებულოს თნამდებობის პირი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები დანართი N 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური დანართი №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) 1. საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზრაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება დანართი N 2-ის შესაბამისად. 2. დანართი N 2-ის პირველ პუნქტში  მითითებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 7 მონაწილეობისათვის საკრებულოს და მისი ორგანოების მუშაობაში (საკრებულოს, საკრებულოს კომისიები, ფრაქციები, საკრებულოს ბიურო, დროებითი სამუშაო ჯგუფები) როგორც მაჟორიტარი, ისე პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებისათვის. 3. დანართი 2-ის მეორე პუნქტში  მითითებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განსაზღვრულია მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამომრჩევლებთან შეხვედრებს, ასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებს. მაჟორიტარი დეპუტატი ვალდებულია განახორციელოს არანაკლებ 4 შეხვედრა მოსახლეობასთან. ამ მიზნით იგი ვალდებულია არანაკლებ კვირაში ერთხელ მოაწყოს მიღების დღე ადმინისტრაციული ერთეულის  ადმინისტრაციულ შენობაში და შეხვდეს მოსახლეობას. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირები, საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირების) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება დანართი №2-ის (ან აზღაურების ოდენობა საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის) საფუძველზე. 2. ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები.ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს), როგორც წესი თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს.  3. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს ან ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებით სამუშაო ჯგუფები) სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც განახორციელებენ თვეში ოთხი მიღების დღეზე ნაკლებს, დაუკავდება 70 (სამოცდაათი) ლარი თითოეული გაცდენილი შეხვედრისათვის. 4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. 5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს(ბიუროს) სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში-სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირები) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს თოთოეული წევრისათვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს აპარატის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით. 2. საკრებულოს წევრი როგორც წესი, ყოველი თვის პირველ რიცხვში ( თუ შესაბამისი თვის პირველი რივხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს- მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულება, სათანადო თანდართული დოკუმენტაციით წინა თვეში ჩატარებული შეხვედრების (ოქმი) და შესრულებული დავალების შესახებ. მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს აპარატის ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს ბიუროს გადწყვეტილებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 1-10 რიცხვამდე. დანართი №2 საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა დაქვითვის გარეშე N საკრებულოს წევრი ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ლარებში ყოველთვიურად 1 საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის (საკრებულოს, საკრებულოს კომისიები, ფრაქციები, საკრებულოს ბიურო, დროებითი სამუშაო ჯგუფები)  210 2 მაჟორიტარი დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრებისათვის, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის 280