თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 |
|
2017 წლის 22 დეკემბერი დაბა თიანეთი |
|
1. საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზრაურების ზღვრული ოდენობა თვეში არაუმეტეს 395 ლარისა.
2. მითითებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განსაზღვრულია საკრებულოს და მისი ორგანოების მუშაობაში (საკრებულოს, საკრებულოს კომისიები, ფრაქციები, საკრებულოს ბიურო, დროებითი სამუშაო ჯგუფები) როგორც მაჟორიტარი, ისე პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებისათვის.
3. საკრებულოს წევრები, რომლებიც ახორციელებენ ამომრჩევლებთან შეხვედრებს, ასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებს ვალდებულნი არიან განახორციელოს თვეში არანაკლებ 4 შეხვედრა მოსახლეობასთან. ამ მიზნით იგი ვალდებულია არანაკლებ კვირაში ერთხელ მოაწყოს მიღების დღე ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში და შეხვდეს მოსახლეობას.
1. ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) დანართი #2 შესაბამისად, როგორც წესი თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს.
3. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს ან ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებით სამუშაო ჯგუფები) სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 30 (ოცდაათი) ლარი, ასევე თუ განახორციელებენ თვეში ოთხი მიღების დღეზე ნაკლებს, დაუკავდება 45 (ორმოცდახუთი) ლარი თითოეული გაცდენილი შეხვედრისათვის.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.
5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს(ბიუროს) სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში-სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
1. საკრებულოს თოთოეული წევრისათვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს აპარატის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის დანართი #2 (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით.
2. საკრებულოს წევრი როგორც წესი, ყოველი თვის პირველ რიცხვში ( თუ შესაბამისი თვის პირველი რივხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულება, სათანადო თანდართული დოკუმენტაციით წინა თვეში ჩატარებული შეხვედრების (ოქმი) და შესრულებული დავალების შესახებ.
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს აპარატის ინფორმაციის დანართი #2 (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს ბიუროს გადწყვეტილებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 1-10 რიცხვამდე.
------ -------------- 20 წელი
უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა:
საკრებულოს აპარატის უფროსი (სახელი, გვარი, ხელმოწერა)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||