⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2015
ძალაში შესვლა 01.07.2017
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 730 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2015 მიღება
01.07.2017 ძალაში შესვლა
01.07.2017 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №11/2015 2015 წლის 23 მარტი ქ.თბილისი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტები”-ს მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი დანართი  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  სავალდებულო  მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ან მენეჯერულ, პროექტებისა და მართვის სტანდარტების დანერგვის სფეროში; ბ) სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 5 წელი; გ) სერტიფიკატები - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) ან ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ გაცემული სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში; IT Infrastructure Library (ITIL) ექსპერტის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი; დ) იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერს ან კანდიდატს არ გააჩნია აღნიშნული პუნქტის „გ” ქვეპუნქით განსაზღვრული სერტიფიკატებიდან ერთ-ერთი, მაშინ მან უნდა გაიაროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტები”-ს მე-8 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft OfficeOutlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint). სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ვ) უცხო ენის ცოდნა.  სასურველი  მოთხოვნები: ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ბ) გამოცდილება შემდეგ სფეროებში: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მენეჯერული, პროექტებისა და მართვის სტანდარტების დანერგვა.  მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მონაწილეობა ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის შერჩევაში: ა) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციის მნიშვნელობის, დაკისრებული ამოცანების სირთულისა და კრიტიკულობის გათვალისწინებით, მონაცემთა გაცვლის სააგენტო მონაწილეობას იღებს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის შერჩევის პროცესში. ბ) მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში შემოიფარგლება ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ან კანდიდატის ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ცოდნისა და გამოცდილების, მისი კომპეტენციის შეფასება-დადასტურებაში, რაც აუცილებელია ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციის დასაკავებლად. გ) აღნიშნული პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცესკო კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის მონაცემებს და განცხადებას უგზავნის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს. სააგენტო შერჩეული კანდიდატის ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ცოდნის, კომპეტენციისა და გამოცდილების შეფასება-დადასტურებას ახდენს ტესტირების საფუძველზე. მონაცემთა გაცვლის სააგენტო ორგანიზაციას 5 სამუშაო დღის განმავლობაში აცნობებს ტესტირების თარიღს. ტესტირების პასუხები ტესტირებიდან 5 სამუშაო დღეში ეცნობება როგორც კანდიდატს, ასევე დამსაქმებელ ორგანიზაციას. დ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო ტესტირების შედეგებთან ერთად ორგანიზაციას უგზავნის წარმოდგენილი კანდიდატის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერად დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას. 5. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ”; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №2 ბრძანება; ზ) „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ” მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №4 ბრძანება. მუხლი 2🔗 ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  სავალდებულო  მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში; ბ) სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში - მინიმუმ 1 წელი; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft OfficeOutlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint). სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ვ) უცხო ენის ცოდნა.  საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ”; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №2 ბრძანება; ზ) „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ” მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №4 ბრძანება.