საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16/2017
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016330
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 10 დოკუმენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (10)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №16/2017

2017 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 12 დეკემბრის №64/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016228);

2. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 26 მარტის №18/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/04/2015, 010240060.15.008.016182);

3. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2016 წლის 10 ივნისის №34/2016 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 13/06/2016, 010240060.15.008.016273);

4. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 1 დეკემბრის №58/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016222);

5. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 1 დეკემბრის №59/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016223);

6. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 12 დეკემბრის №63/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016227);

7. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 12 დეკემბრის №67/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016231);

8. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 12 დეკემბრის №66/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016230);

9. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 23 მარტის №11/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 23/03/2015, 010240060.15.008.016175);

10. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 1 დეკემბრის №57/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 02/12/2015, 010240060.15.008.016221).

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, ცესკოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ აპარატის შესაბამის მოხელეთა თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება და ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენა.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი