„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12/2020
სარეგისტრაციო კოდი
010340000.15.008.016484
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  –

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №12/2020

2020 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის  №13/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი - www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგამოცდო ტესტების მომზადებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს საგამოცდო ტესტებს, რომლებიც უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტებისა, რომლებიც სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით მტკიცდება ნიმუშის სახით (გამოცდის ჩატარებისას იცვლება მხოლოდ რიცხვითი მონაცემები, ტექსტური ნაწილი უცვლელია).“.
2. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით თითოეული გამოსაცდელისათვის შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:

ა) საქართველოს კონსტიტუციიდან – 6 კითხვას;

ბ) საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” – 15 კითხვას;

გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან – 1 კითხვას;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან – 1 კითხვას;

ე) ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) – 5 კითხვას;
ვ) ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) – 2 კითხვას.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი