„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18/2018
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016393
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №18/2018

2018 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველის თანხმობა სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „გ”, „დ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე, ასეთი ინფორმაციის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის ან ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში.”;

2. მე-13 მუხლს დაემატოს მე-4 და მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„4) სერტიფიცირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, სწავლების ცენტრი მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე ამუშავებს და გასცემს სერტიფიკატის მფლობელის პერსონალურ მონაცემებს, ასეთი ინფორმაციის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის ან ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში.

5) სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიზნისთვის მიმართოს სწავლების ცენტრს, რომელსაც უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი თანხმობა სწავლების ცენტრის მიერ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2018.
როდის იქნა მიღებული „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 14.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №18/2018. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.15.008.016393.
რამდენი მუხლისგან შედგება „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №18/2018, 14.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4100431/