„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №31/2023 |
|
2023 წლის 21 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების (შემდგომში – სერტიფიცირება) ჩატარების, სერტიფიკატის გაცემისა და მოქმედების ვადის გაგრძელების წესს.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო) საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) აუცილებელი კომპიუტერული პროგრამების (გამოცდების ჩაბარების მსურველ პირთა სარეგისტრაციო პროგრამები, გამოცდებზე რეგისტრირებულ პირთა საგამოცდო პროგრამები) ფუნქციონირებას; ბ) გამოცდების ჩატარების ადგილზე/ადგილებზე აუცილებელი ტექნიკის ფუნქციონირებას; გ) გამოცდებზე რეგისტრირებული პირების, გამოცდების მონაწილეებისა და სერტიფიკატების მფლობელი პირების მონაცემების ელექტრონული ბაზის შენახვასა და უსაფრთხოებას. 3. სერტიფიცირება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. ჩატარების ვადები და ადგილი/ადგილები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) სერტიფიცირების გამოცდის ადგილი, სადაც მოქალაქეს სურს სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარება;“. 4. მე-6 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სერტიფიცირების გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით იქმნება სერტიფიცირების გამოცდის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობა მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. სამდივნოს უფლებამოსილების ვადა წყდება სერტიფიცირების გამოცდის დასრულებისთანავე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამდივნოში შედიან სწავლების ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული სწავლების ცენტრის თანამშრომლები და ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც არჩეული არიან 5 წლის ვადით. სწავლების ცენტრის დირექტორი ამ პუნქტით განსაზღვრულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს. 3. სამდივნოს ხელმძღვანელობს მისი შემადგენლობიდან სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.“. 5. მე-8 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგამოცდო ტესტების მომზადებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი. ცესკო განკარგულებით ამტკიცებს საგამოცდო ტესტებს შესაბამისი პასუხებით, რომლებიც უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას. საგამოცდო ტესტები ცესკოს წარედგინება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღის ვადაში.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით თითოეული გამოსაცდელისათვის შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს: ა) საქართველოს კონსტიტუციიდან – 3 კითხვას; ბ) საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ – 14 კითხვას; გ) ცესკოს ნორმატიული აქტებიდან, რომლებიც განსაზღვრავენ კენჭისყრის/არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესსა და პირობებს – 3 კითხვას; დ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან – 1 კითხვას; ე) საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან – 1 კითხვას. ვ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსიდან – 1 კითხვას; ზ) ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებიდან – 1 კითხვას.“. 6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) დარღვევის ჩადენის ადგილი;“. 7. მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. გამსვლელი ქულის მიღებისას, გამოსაცდელს, მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილზე გადაეცემა გამოცდის შედეგების ამსახველი საინფორმაციო ბარათი, სერტიფიცირებული პირის მონაცემები კი დაუყოვნებლივ აისახება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე განთავსებულ სერტიფიკატის მფლობელ პირთა საჯარო პლატფორმაზე, რომელშიც მოქალაქეს შეუძლია გვარისა და პირადი ნომრის მითითებით საკუთარი მონაცემების გადამოწმება და ელექტრონული სერტიფიკატის ამობეჭდვა. 4. სერტიფიცირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, სწავლების ცენტრი აღჭურვილია შესაბამის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე წვდომისა და მონაცემების დამუშავების უფლებამოსილებით. სწავლების ცენტრი ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამუშავებს და გასცემს სერტიფიკატის მფლობელის პერსონალურ მონაცემებს, ასეთი ინფორმაციის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის ან ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში.“. 8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შიდა აუდიტის განყოფილება უფლებამოსილია დააკვირდეს სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ ყველა ეტაპს, მათ შორის, გამოითხოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია“. 9. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. საგამოცდო დარბაზში ყოფნის უფლება 1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები, გამოცდის სამდივნოს წევრები, სწავლების ცენტრის დირექტორი, სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ცესკოს იურიდიული, მათ შორის, შიდა აუდიტის განყოფილების, საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების თანამშრომლები, აკრედიტებული დამკვირვებლები, ცესკოს წევრები და ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები. 2. საგამოცდო დარბაზში ყოფნის უფლების მქონე პირები (გარდა გამოსაცდელებისა) უნდა ატარებდნენ შესაბამის სამკერდე მოწმობებს.“. 10. მე-17 მუხლის: ა) მე-3-32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ სერტიფიკატის მფლობელი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში ან ამ პუნქტში ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ ორგანოებში, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციაზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 წლის ვადაში არ დაიწყებს საქმიანობას: ა) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრად ან ამავე კომისიის აპარატში, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციაზე; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად ან ამავე კომისიის აპარატში, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციაზე; გ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციაზე. 31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით მიმართოს სწავლების ცენტრს, რომელსაც უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა. 32. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება: ა) სერტიფიკატის ვადის ამოწურვიდან 5 წლის ვადით, თუ პირი ეწევა შრომით ურთიერთობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 5 წლის ვადით.“; ბ) 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას სერტიფიცირებული პირის მონაცემები დაუყოვნებლივ აისახება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე განთავსებულ სერტიფიკატის მფლობელ პირთა საჯარო პლატფორმაზე, რომელშიც მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება და ელექტრონული სერტიფიკატის ამობეჭდვა შეუძლია გვარისა და პირადი ნომრის მითითებით.“. 11. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული სერტიფიკატები, რომელთა მოქმედების ვადაც გაგრძელებას ექვემდებარება, გაგრძელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე სერტიფიკატების ვადის გაგრძელების არსებული წესების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის მოქმედი სერტიფიკატის მფლობელ პირთა შესახებ მონაცემების საჯარო პლატფორმაზე ასახვა, რომელშიც მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება და ელექტრონული სერტიფიკატის ამობეჭდვა შეეძლება გვარისა და პირადი ნომრის მითითებით. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|