საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.09.2015 ძალადაკარგული 12.12.2015
ნომერი
№41/2015
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016205
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №41/2015

2015 წლის 2 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური/იურიდიული განათლება: ბაკალავრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

კ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;

ლ) ცესკოს რეგლამენტი;

მ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;

ნ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;

ო) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

პ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;

ჟ) სამსახურის დებულება.

მუხლი 2
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება: ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;

თ) ცესკოს რეგლამენტი;

ი) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;

კ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;

ლ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

მ) სამსახურის დებულება.

მუხლი 3
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: ბაკალავრის ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

გ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ბ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ;

თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ი) ცესკოს რეგლამენტი;

კ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;

ლ) სამსახურის დებულება.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.12.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №41/2015. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.15.008.016205.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.12.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“, №41/2015, 02.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016205 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2967183/