„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №14/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17/2025
სარეგისტრაციო კოდი
010220020.15.008.016789
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №17/2025

2025 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №14/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №14/2017 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/06/2017, 010220020.15.008.016328) დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ღია და დახურულ კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადებას;”.

2. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკო ღია და დახურულ კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.”;

ბ) მე-3მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ვაკანსიის საჯაროდ გამოქვეყნებამდე/გამოცხადებამდე ამოწმებს გამოსაცხადებელი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს და 3 დღის ვადაში განსაზღვრავს მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

4. გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, დაადგინოს ხარვეზი და აცნობოს ცესკოს.

5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია, გამოაქვეყნოს ვაკანსია მას შემდეგ, რაც ცესკო აღმოფხვრის ხარვეზს.”.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.”.

4. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით წარმოადგენს:”.

5. მე-16 მუხლის მე-6მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა ღია ან დახურული კონკურსის პირველი ეტაპი, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით.

7. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია კანდიდატის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის კომისიასა და კანდიდატს.

8. თუ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დაადგენს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას, კომისია უფლებამოსილია, კანდიდატი დაუშვას კონკურსის მომდევნო ეტაპზე.”.

6. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცესკო ვალდებულია, ღია ან დახურული კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.”.

7. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. ცესკოს აპარატში უკონკურსოდ დანიშვნა

ცესკოს აპარატში უკონკურსოდ ინიშნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი აპრილიდან.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი