„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №14/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/2020
სარეგისტრაციო კოდი
010220020.15.008.016475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2020

2020 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №14/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №14/2017 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/06/2017, 010220020.15.008.016328) დამტკიცებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საფუძველზე და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო) აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული და შიდა  კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების წესს და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალურ წესსა და უფლებამოსილებებს.”.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის სახეებია ღია, დახურული და შიდა კონკურსი.

3. საუკეთესო კანდიდატი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა მხოლოდ ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა ან დახურული კონკურსის გამოცხადების საკითხს წყვეტს ცესკოს თავმჯდომარე.”.

3. მე-3 მუხლის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კონკურსის სახეები – ღია, დახურული და შიდა კონკურსი;”.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. კომისია უფლებამოსილია, კანდიდატის შეფასება განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.”.

5. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ღია და დახურული კონკურსის გამოცხადებისას, კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა.”.

6. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატს ღია ან/და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა ღია ან/და დახურული კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა, ხოლო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა განისაზღვრება კონკურსის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.”.

7. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესარჩევი კონკურსის სამდივნო, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ადგენს განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.”.

8. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

მუხლი 181. კანდიდატის მიერ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგი

1. თუ კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნაზე, კომისია უფლებამოსილია, იმსჯელოს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის  წარდგენაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.

2. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

3. კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის წარდგენაზე გადაწყვეტილებას იღებს გონივრულ ვადაში, კანდიდატების შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, ჩაატაროს გასაუბრება.”.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. ღია ან დახურული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება

ღია ან დახურული კონკურსი ჩაშლილად ცხადდება, თუ:

ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი;

ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე;

გ) კომისიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უარი განაცხადა მოხელის თანამდებობაზე დანიშვნაზე და კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.”.

10. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ ცესკოს თავმჯდომარისათვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.”.

11. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოხელე თავისუფლდება თანამდებობიდან მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე.“.

12. 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231236 მუხლები:

მუხლი 231. შიდა კონკურსის არსი

1. შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცესკოს აპარატის, საოლქო საარჩევნო კომისიების და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფარგლებში და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იქ  დასაქმებულ კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს.

2. ცესკო, მისი ორგანიზაციული მიზნებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც შიდა კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.

მუხლი 232. შიდა კონკურსის გამოცხადება და განაცხადის წარდგენა

შიდა კონკურსის გამოცხადება, კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება, მასში ცვლილების შეტანა, კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა ხდება ამ დებულების მე-10−მე-13 მუხლების შესაბამისად.

მუხლი 233. საკონკურსო კომისია და შესარჩევი კონკურსის სამდივნო

საკონკურსო კომისიასთან და შესარჩევი კონკურსის სამდივნოსთან დაკავშირებული საკითხები შიდა კონკურსის ჩატარებისას განისაზღვრება ამ დებულების მე-4−მე-8 მუხლების შესაბამისად.

მუხლი 234. შიდა კონკურსის ეტაპები, ჩატარების ფორმები და პირობები

1. შიდა კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კანდიდატის შეფასება;

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

2. შიდა კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობასა და შიდა კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

მუხლი 235. შიდა კონკურსის ეტაპების ჩატარების წესი

1. შიდა კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარეობს ამ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად.

2. შიდა კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრების საფუძველზე, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მოხელის შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმები.

3. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

4. კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება ცესკოს თავმჯდომარეს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით კანდიდატის შეფასებისას, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

6. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიოვიდეო ჩაწერა.

7. კონკურსისა და კანდიდატის მიერ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება ამ დებულების მე-18 და 18​1 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 236. შიდა კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება და შეწყვეტა

შიდა კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება და შეწყვეტა ხდება ამ დებულების მე-19 და მე-20 მუხლების შესაბამისად.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი