საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №18/2015 |
|
2015 წლის 26 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის №5/2014 დადგენილების პირველი მუხლის 1.3 პუნქტით დამტკიცებული იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 3). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან. |
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; მ) ცესკოს რეგლამენტი; ნ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; თ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; კ) ცესკოს რეგლამენტი; ლ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში; ბ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი „ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში”; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; მ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 4 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; თ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; კ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 5 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; მ) ცესკოს რეგლამენტი; ნ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 6 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) ინფორმაციის გადმოცემის სიტყვიერი და წერილობითი უნარი; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში; ბ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი „ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში”; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით; ვ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; მ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 7 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 8 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; დ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით; დ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; მ) ცესკოს რეგლამენტი. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №18/2015. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.15.008.016182.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.06.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“, №18/2015, 26.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016182 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2787863/