საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.03.2015 ძალადაკარგული 01.12.2015
ნომერი
№14/2015
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №14/2015

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის   საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის №5/2014 დადგენილების პირველი მუხლის 1.6 პუნქტით დამტკიცებული დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 6).
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი”;

დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”;

ე) ცესკოს რეგლამენტი;

ვ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 2
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) ბიუჯეტის მართვის ან/და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) ელექტრონული ბიუჯეტირების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

ე) ხაზინის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

ზ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი”;

დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”;

ე) ცესკოს რეგლამენტი;

ვ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 3
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში  მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”;

დ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 4
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;

დ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”;

დ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 5
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) საფინანსო-საბუღალტრო სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და საბუღალტრო პროგრამ(ებ)ის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ე) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

დ) ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში;

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;

ვ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 6
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილების მთავარი ბუღალტრის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის საფინანსო-საბუღალტრო სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და საბუღალტრო პროგრამ(ებ)ის ცოდნა.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი”;

დ) ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში;

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი”;

ვ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 7
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) სასაწყობე აღრიცხვის პროგრამის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 8
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) სასაწყობე აღრიცხვის პროგრამის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 9
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) ავტოპარკის მუშაობის ორგანიზების გამოცდილება.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 10
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება საფინანსო-საბუღალტრო სფეროში;

გ) ხაზინის ელექტრონული პროგრამის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება საფინანსო-საბუღალტრო სფეროში;

დ) საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში;

დ) ცესკოს რეგლამენტი.