რეგისტრირებული კოოპერატივის, „კვალითის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №115
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივის, „კვალითის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 14 იანვრის №41 განკარგულება და რკ „კვალითის საკრედიტო კავშირს“ (საიდენტიფიკაციო კოდიЖ N230050486) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია №2740008;ю
2. რკ „კვალითის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს კუკური გაბრიჭიძე (პირადი ნომერი 18001007675);
3. ლიკვიდატორი ვალდებულია:
ა) გადაიფორმოს საკრედიტო კავშირის საბანკო ანგარიშები და დამოუკიდებლად განკარგოს ანგარიშებზე რიცხული თანხები;
ბ) დანიშვნისთანავე შეადგინოს ბალანსი დაწესებულების საბუღალტრო წიგნიდან ან სხვა წყაროებიდან, ცნობილ კრედიტორებს დაწესებულების ლიკვიდაციის თაობაზე აცნობოს დაზღვეული/შეკვეთილი წერილით, ხოლო უცნობ კრედიტორებს და იმ კრედიტორებს, რომელთა საცხოვრებელი ადგილი უცნობია – საჯარო განცხადებით და მოიწვიოს ისინი მათი პრეტენზიების განცხადებისათვის;
გ) გაუგზავნოს კავშირის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად დაზღვეული წერილით ამონაწერები თანხის შესახებ ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს. წერილში უნდა აღინიშნოს, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში;
დ) აწარმოოს სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება;
ე) კვარტალში ერთხელ წარუდგინოს საქართველოს ეროვნული ბანკს სალიკვიდაციო კავშირის ანგარიშგება დანართი 1-ის შესაბამისად;
ვ) განახორციელოს დაწესებულების ყველა აქტივის და ვალდებულების ინვენტარიზაცია და კატალოგიზაცია;
ზ) აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით უზრუნველყოს ყველა სახის ღონისძიების გატარება, სასამართლო ორგანოებში საქმის აღძვრის და სააღსრულებო ბიუროებისათვის საქმეების გადაცემის ჩათვლით;
თ) განახორციელოს კავშირის მიმართ წამოყენებული მოთხოვნების კანონიერების შემოწმება, გირაოთი და იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულებების და სხვა კრედიტორების რიგითობით გასტუმრება;
ი) მოახდინოს კავშირის ძირითადი საშუალებების რეალიზაცია საჯარო გაყიდვით;
კ) მოაწესრიგოს ურთიერთობა ან დადოს შეთანხმება კრედიტორებთან, ან იმ პირებთან, რომლებსაც კავშირის მიმართ აქვთ კონკრეტული მოთხოვნა;
ლ) დაწესებულების დოკუმენტაციის შემოწმების საფუძველზე დაადგინოს წევრების მიერ პაიების თაობაზე დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის პირობებში მათი პრეტენზიების სამართლიანობა;
მ) გადასცეს ეროვნულ ბანკს მფლობელობაში მესაკუთრის გამოვლენის მიზნით გამოუთხოვადი და მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომელიც ერიცხება კავშირს ხელშეკრულების ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე;
ნ) დაასრულოს კავშირის ლიკვიდაცია და სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების თაობაზე ანგარიში, ხელმოწერით დადასტურებული აქტის დართვით წარუდგინოს კრედიტორთა კრებას, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს.
4. ლიკვიდატორს უფლება აქვს:
ა) ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში წარმართოს კავშირთან დაკავშირებული პროცესები, დაამთავროს სასამართლო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს ახალ გარიგებებში, თავისუფლად გაყიდოს აქტივები;
ბ) შეწყვიტოს გარიგება თანამშრომლის დაქირავების შესახებ და კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც კავშირი იღებდა მონაწილეობას;
გ) გააფორმოს ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ არქივთან, დაწესებულების საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვის და მათი საარქივო სამსახურისათვის შესანახად გადაცემაზე.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
7. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია