„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „New Tbilisi“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №653 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „New Tbilisi“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№490
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018782
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №490

2015 წლის 12მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის2012წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულები თ განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის,  „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის2012წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულები თ განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და   შპს „New Tbilisi“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №653 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „New Tbilisi“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის2012წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულები ს მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის2012წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულები თ განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და   შპს „New Tbilisi“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №653 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით,  არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება 2016 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა) 2012 წლის 10 დეკემბრიდან -  2015 წლის 1 აგვისტომდე - 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;

ბ) 2012 წლის 10 დეკემბრიდან -  2016 წლის 31 დეკემბრამდე - 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.“

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის2012წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულები თ განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „New Tbilisi“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №653 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის2012წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულები ს  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

„2016 წლის 31 დეკემბრამდე სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელიც უნდა მოიცავდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის2012წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულები ს პირველი პუნქტით გადაცემული ქონების ტერიტორიას, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს მისით.“.

3. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის2012წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულები ს მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ნაცვლად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის2012წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულები თ განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „New Tbilisi“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №653 განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) შესრულების უზრუნველსაყოფად, შპს „New Tbilisi“-მა წარმოადგინოს არანაკლებ 2017 წლის 1 მაისამდე მოქმედი არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

4. შპს „New Tbilisi“ გათავისუფლდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ახალ თბილისს“ (ამჟამად შპს „New Tbilisi“) შორის 2012 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 6.2 მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/  დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან იმ პირობით, რომ შპს „New Tbilisi“ ჯეროვნად შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის №10/09/14 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „New Tbilisili“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №653 განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპრივატიზებო პირობებს.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                         ი . ღარიბაშვილი