„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №491 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№618
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021205
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №618

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულების აგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №491 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულების აგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №491 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 60-ნომრიანი (სამოცნომრიანი) სასტუმროს მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება არა უგვიანეს 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე;“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „აკვასითი“ (ს/კ: №200274915) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „აკვასითის“შორის 2012 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან იმ პირობით, რომ შპს „აკვასითი“ შეასრულებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულების აგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №491 განკარგულებით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულების აგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №491 განკარგულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „აკვასითიმ“ წარადგინოს არანაკლებ 2017 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედი, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი ახალი ან ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                          გ. კვირიკაშვილი