„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016579
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №75

2015 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებით (სსმ III, 05.10.2009, №120,  მუხ. 1388) დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყდა (მინიმალური სტანდარტი)

ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და 10 pts სისქის, 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით დაფარული, ლატექსით გაჟღენთილი ფურცლის ერთობლიობას. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – მუქი შინდისფერი.“;

 

ბ) მე-4 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მიკროსქემის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა;

თ) მიკროსქემის ზომა: 8,1 მმ x 5,3 მმ ან უფრო პატარა;“;

 

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა წარმოადგენს დახურულ წრედს, შესრულებულს ტრაფარეტული (აბრეშუმის) ბეჭდვის ტექნოლოგიის მეშვეობით, ვერცხლის მელნის (Silver Ink) გამოყენებით. იგი უშუალოდ არის დაკავშირებული მიკროსქემასთან. კავშირის დასამყარებლად გამოიყენება flip chip ტექნოლოგია.“;

 

დ) მე-9 პუნქტის:

დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 140 გრამი/კვადრატული მეტრი +/- 5%;“;

 

დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს თეთრი ცელულოზისაგან;

ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა მაგალითად:

ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;

ბ) მიკრობეჭდვა, საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი