„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016640
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №136

2016 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებით (სსმ III, 05.10.2009, №120,  მუხ. 1388) დამტკიცებული:

1. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმის (დანართი №1) მე-2 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის:

ა.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) ან/და DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი)/ AES (Advanced Encryption Standard - განვითარებული დაშიფვრის სტანდარტი);“;

ა.ბ) ,,ლ“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „მ“ და ,,ნ“  ქვეპუნქტები:

,,მ) BAC (Basic Access Control - წვდომის ბაზისური კონტროლი) ან/და BAC (Basic Access Control - წვდომის ბაზისური კონტროლი)/SAC (Supplemental Access Control - წვდომის დამატებითი კონტროლი);

ნ) LDS-ში ჩაწერა პერსონალიზაციისას შესაძლებელი უნდა იყოს დაცული არხის გამოყენებით, რომელიც თავსებადი იქნება Global Platform 2.1 ან უფრო მაღალის მოთხოვნებთან.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა უნდა წარმოადგენდეს დახურულ წრედს. იგი უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული მიკროსქემასთან.“.

2. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის ფორმის (დანართი N2)  მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყდა (მინიმალური სტანდარტი)

ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და 10 pts სისქის, 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით დაფარული, ლატექსით გაჟღენთილი ფურცლის ერთობლიობას. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – მუქი ლურჯი.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მიკროსქემის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა;

თ) მიკროსქემის ზომა: 8,1 მმ x 5,3 მმ ან უფრო პატარა;“;

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) ან/და DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი)/ AES (Advanced Encryption Standard - განვითარებული დაშიფვრის სტანდარტი);“;

გ.ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „მ“ და  ,,ნ“ ქვეპუნქტები:

,,მ) BAC (Basic Access Control - წვდომის ბაზისური კონტროლი) ან/და BAC (Basic Access Control - წვდომის ბაზისური კონტროლი)/SAC (Supplemental Access Control - წვდომის დამატებითი კონტროლი);

ნ) LDS-ში ჩაწერა პერსონალიზაციისას შესაძლებელი უნდა იყოს დაცული არხის გამოყენებით, რომელიც თავსებადი იქნება Global Platform 2.1 ან უფრო მაღალის მოთხოვნებთან.“;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა უნდა წარმოადგენდეს დახურულ წრედს. იგი უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული მიკროსქემასთან.“.

ვ) მე-9 პუნქტის:

ვ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 140 გრამი/კვადრატული მეტრი +/- 5%;

ვ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს თეთრი ცელულოზისაგან.

ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა, მაგალითად:

გ.ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;

გ.ბ) მიკრობეჭდვა, საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით.“.

3. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის ფორმის (დანართი №3) მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყდა (მინიმალური სტანდარტი)

ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და 10 pts სისქის, 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით დაფარული, ლატექსით გაჟღენთილი ფურცლის ერთობლიობას. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – შავი.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მიკროსქემის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა;

თ) მიკროსქემის ზომა: 8,1 მმ x 5,3 მმ ან უფრო პატარა;“;

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) ან/და DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი)/ AES (Advanced Encryption Standard - განვითარებული დაშიფვრის სტანდარტი);“;

გ.ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები:

,,მ) BAC (Basic Access Control - წვდომის ბაზისური კონტროლი) ან/და BAC (Basic Access Control - წვდომის ბაზისური კონტროლი)/SAC (Supplemental Access Control - წვდომის დამატებითი კონტროლი);

ნ) LDS-ში ჩაწერა პერსონალიზაციისას შესაძლებელი უნდა იყოს დაცული არხის გამოყენებით, რომელიც თავსებადი იქნება Global Platform 2.1 ან უფრო მაღალის მოთხოვნებთან.“;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა უნდა წარმოადგენდეს დახურულ წრედს. იგი უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული მიკროსქემასთან.“.

ვ) მე-9 პუნქტის:

ვ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 140 გრამი/კვადრატული მეტრი +/- 5%;

ვ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს თეთრი ცელულოზისაგან.

ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა, მაგალითად:

გ.ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;

გ.ბ) მიკრობეჭდვა, საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით.“.

4. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმის (დანართი N4) მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყდა (მინიმალური სტანდარტი)

ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და 10 pts სისქის, 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით დაფარული, ლატექსით გაჟღენთილი ფურცლის ერთობლიობას. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – ნაცრისფერი.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მიკროსქემის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა;

თ) მიკროსქემის ზომა: 8,1 მმ x 5,3 მმ ან უფრო პატარა;“;

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) ან/და DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი)/ AES (Advanced Encryption Standard - განვითარებული დაშიფვრის სტანდარტი);“;

გ.ბ) ,,ლ“ ქვეპუნტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები:

,,მ) BAC (Basic Access Control - წვდომის ბაზისური კონტროლი) ან/და BAC (Basic Access Control - წვდომის ბაზისური კონტროლი)/SAC (Supplemental Access Control - წვდომის დამატებითი კონტროლი);

ნ) LDS-ში ჩაწერა პერსონალიზაციისას შესაძლებელი უნდა იყოს დაცული არხის გამოყენებით, რომელიც თავსებადი იქნება Global Platform 2.1 ან უფრო მაღალის მოთხოვნებთან.“;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა უნდა წარმოადგენდეს დახურულ წრედს. იგი უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული მიკროსქემასთან.“.

ვ) მე-9 პუნქტის:

ვ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 140 გრამი/კვადრატული მეტრი +/- 5%;

ვ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს თეთრი ცელულოზისაგან.

ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა, მაგალითად:

გ. ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;

გ. ბ) მიკრობეჭდვა, საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით.“.

5. ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმის (დანართი №5) მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყდა (მინიმალური სტანდარტი)

ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და 10 pts სისქის, 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით დაფარული, ლატექსით გაჟღენთილი ფურცლის ერთობლიობას. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – ღია ლურჯი.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მიკროსქემის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა;

თ) მიკროსქემის ზომა: 8,1 მმ x 5,3 მმ ან უფრო პატარა;“;

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) ან/და DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი)/ AES (Advanced Encryption Standard - განვითარებული დაშიფვრის სტანდარტი);“;

გ.ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები:

,,მ) BAC (Basic Access Control - წვდომის ბაზისური კონტროლი) ან/და BAC (Basic Access Control - წვდომის ბაზისური კონტროლი)/SAC (Supplemental Access Control - წვდომის დამატებითი კონტროლი);

ნ) LDS-ში ჩაწერა პერსონალიზაციისას შესაძლებელი უნდა იყოს დაცული არხის გამოყენებით, რომელიც თავსებადი იქნება Global Platform 2.1 ან უფრო მაღალის მოთხოვნებთან.“;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა უნდა წარმოადგენდეს დახურულ წრედს. იგი უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული მიკროსქემასთან.“.

ვ) მე-9 პუნქტის:

ვ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 140 გრამი/კვადრატული მეტრი +/- 5%;

ვ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს თეთრი ცელულოზისაგან.

ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა, მაგალითად:

გ.ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;

გ.ბ) მიკრობეჭდვა, საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით.“.

მუხლი 2
ამ ბრძანებით დამტკიცებულ პასპორტის ფორმებთან ერთად ძალაშია ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დამტკიცებული პასპორტების ფორმები, მათი მარაგების სრულ გახარჯვამდე.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი