საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკმბრის №54 ბრძანებაში ,,საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის ,,სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყებების დამზადებისა და გამოყანების წესიის” დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.160.010.11.115.006.001
საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №47
2003 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №54 ბრძანებაში „საავტომობილო ტრანსპორტში, სახელმძღვანელო დოკუმენტის „სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესის” დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №54 ბრძანებიდან ,,საავტომობილო ტრასპორტში სახელმძვანელო დოკუმენტის, „სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2001 წ., №2, მუხლი 18) ამოღებული იქნეს მე-3 მუხლი.
მუხლი 2
„სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. წესის მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბილეთების და ქვითრების ბლანკების დაკვეთის უფლება აქვთ იმ გადამზიდ ა ვებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი რეგულარულ ი სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, ხოლო უწყისის ბლანკების დაკვეთის უფლება აქვთ იმ ინფრასტრუქტურის ობიექტებს. რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისობის სერტიფიკატი და დადგენილი წესით ახორციელებენ რეგულარული მარშრუტების მომსახურებას“.;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბილეთის, ქვითრის, უწყისის და მათ წარმოებასთან დაკავშირებული სხვა ფორმების ბლანკების დაკვეთას, შენახვას და აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებენ სამართალ-სუბიექტები (გადამზიდველდები, ინფრასტრუქტურის ობიექტები).“.
2. მე-3 მუხლის I პუნქტში „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიყბდეს შემდეგი რედაქციით:“ ბ) ბლანკები იბეჭდება პოლიგრაფიულ საწარმოში, რომელსაც გააჩნია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზია“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი:
ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგარეუბნო მარშრუტებზე მიმოსვლისათვის ბილეთის ბლანკი არის ერთიანი ფორმის, ზომის და შინაარსის (დანართი 1.)„ ბილეთის ბლანკზე დატანილია რეკვიზიტები:
– წარწერა „სამგზავრო ბილეთი“ – იბეჭდება სტამბურად
–„სერია“ – იბეჭდება სტამბურად
–„ნომერი“ – იბეჭდება სტამბურად
–„ფასი“ – იბეჭდება სტამბურად
–გადამზიდავის საფირმო დასახელება და იურიდიული მისამართი – იბეჭდება სტამბურად;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. ბილეთის ბლანკი იბეჭდება თეთრ ფონზე. სტამბური წარწერები სრულდება შავი ან წითელი ფერით. შესაძლებელია ბილეთის ბლანკზე ფასი გამოსახული იყოს გადიდებული შრიფტითაც;“;
გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მომოსვლისათვის ბილეთის ბლანკი არის ერთიანი ფორმის, ზომის და შინაარსის (დანართი 1.ბ.) შედგება ორი ნაწილისაგან, რომლის ერთი ნაწილი (ფერად ფონზე) ეძლევა მგზავრს, მეორე ნაწილი კი (თეთრ ფონზე) რჩება გამცემთან ანგარიშსწორებისათვის.“
ბილეთის ბლანკის თითოეულ ნაწილზე დაიტანება შემდეგი რეკვიზიტები:
– გადამზიდავის საფირმო დასახელება და იურიდიული მისამართი: – იბეჭდება სტამბურად
– წარწერა „სამგზავრო ბილეთი“ – იბეჭდება სტამბურად;
– „სერია“ – იბეჭდება სტამბურად;
– „ნომერი“ – იბეჭდება სტამბურად;
– „მარშრუტი“ – იბეჭდება სტამბურად ან იწერება ხელით, გარკვევით;
– „ადგილი“ –ივსება ხელით გარკვევით;
– „ფასი“ (ლარი, თეთრი) –იბეჭდება სტამბურად ან იწერება ხელით გარკვევით;
– გასვლის დრო (საათი, წუთი) –ივსება ხელით გარკვევით;
– თარიღი (დღე, თვე, წელი) –ივსება ხელით გარკვევით;
დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ინფრასტრუქტურის ობიექტებში მგზავრებზე ბილეთების გაცემა უნდა მოხდეს საკონტროლო სალარო აპარატების მეშვეობით;“;
ე) ამოღებულ იქნეს „ვ”, „თ“, „ი“, „ლ“, “მ“, „ს“, და „ტ“ ქვეპუნქტები.
4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ. საერთაშორისო ბილეთის ბლანკის მიმართ ვრცელდება მე-2 პუნქტის „დ“, „კ“, „ნ“ და „ო“ პუნქტის დებულებანი.“.
მუხლი 3
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
დანართი 1
ა) საგარეუბნო სამგზავრო ბილეთის ბლანკი
| საფირმო დასახელება |
| სამგზავრო ბილეთი სერია N __________________ (ფასი) |
ჩარჩოს ზომები: 25X37 მმ
ბილეთის ტექსტი –შავი ან წითელი საღებავით.
– იბეჭდება 80, 110 ან 200 გრამიან ქაღალდზე
– აქვს: სერია –„ორი ასო-ნიშანი“, რომაული ციფრი I-დან X-მდე ჩათვლით“
– ნომერი – „გამოსახული ექვსნიშნა ციფრით 000001 –დან 100000-მდე ჩათვლით“
– აქვს გაყალბების საწინააღმდეგო დაცვა;
ბ) საქალაქთაშორისო სამგზავრო ბილეთის ბლანკი
| საფირმო დასახელება იურიდიული მისამართი | . . . . . . . . . . . . | საფირმო დასახელება იურიდიული მისამართი |
| სამგზავრო ბილეთი სერია N (მარშრუტი) ადგილი ფასი ..........ლ............თ გასვლა ............ სთ ...........წთ თარიღი „.......“............ 2003 წ |
| სამგზავრო ბილეთი სერია N (მარშრუტი) ადგილი ფასი ..........ლ............თ გასვლა ............ სთ ...........წთ თარიღი „.......“............ 2003 წ |
ჩარჩოს ზომები: 100X65 მმ
ბილეთის ტექსტი–შავი ან წითელი საღებავით.
–იბეჭდება 80, 110 ან 200-გრამიან ქაღალდზე
–ბილეთის მარცხენა ნაწილი იბეჭდება თეთრ ფონზე, მარჯვენა ნაწილი ფერადი ღია ტონის ექსკლუზიური ბადის ფონზე.
–აქვს: სერია –„ორი ასო-ნიშანი“, რომაული ციფრი I-დან X-მდე ჩათვლით“
– ნომერი – „გამოსახული ექვსნიშნა ციფრით 000001 -დან 100000-მდე ჩათვლით“
-აქვს გაყალბების საწინააღმდეგო დაცვა.