“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №54 ბრძანებით დამტკიცებულ სახელმძღვანელო დოკუმენტის საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344-009-2000 “სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესი”-ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
310.060.010.11.115.005.232
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 12/04/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.080.010.11.115.005.232.

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №30

2002 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის № 54 ბრძანებით დამტკიცებულ სახელმძღვანელო დოკუმენტის საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344-009-2000 „სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფერო ს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ მე-9 და 24-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 ოქტომბრის № 395 ბრძანებულების „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა თაობაზე“ საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №54 ბრძანებით დამტკიცებულ სახელმძღვანელო დოკუმენტის საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344-009-2000 „სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. წესის მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბილეთების და ქვითრების ბლანკები გაიცემა მხოლოდ იმ გადაზიდვებზე, რომელთაც გააჩნიათ, არსებული წესით მინიჭებული, ამ საქმიანობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, ხოლო უწყისის ბლანკები გაიცემა იმ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისობის სერტიფიკატი“;

ბ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და უწყისების“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბილეთის, ქვითრის, უწყისის ბლანკების და მათ წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა ფორმების დამზადებას, შენახვას, გადამზიდავებზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მათ მიწოდებას და შესაბამის აღრიცხვა-ანგარიშსწორებას წარმართავს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია.“;

დ) მე-8 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მეწარმე-გადამზიდავებზე“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი:

ა) „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია“ შეიცვალოს სიტყვებით ”საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია“;

ბ) ამოღებულ იქნეს „ე“ ქვეპუნქტი;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ, ბილეთის და ქვითრების ბლანკები გაიცემა რეგულარულ მარშრუტზე საქმიანობის უფლებამოსილ გადამზიდავებზე, ხოლო უწყისის ბლანკები ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათი განაცხადის და სავალდებულო სტატისტიკური, საფინანსო თუ სხვა ანგარიშსწორების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, რის შესახებაც ფორმდება სათანადო დოკუმენტაცია არსებული წესით.“;

დ) ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი;

ე) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ გასაცემი ბილეთების და უწყისების ბლანკების რაოდენობა განისაზღვრება სამუშაო მოცულობის მიხედვით.“;

ვ) „მ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და უწყისებს“;

ზ) „ტ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „უწყისის“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მ. ადეიშვილი