ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2015
ძალის დაკარგვა 06.03.2012
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.129.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | სახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო |
| 2 | სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) |
| 3 | საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) |
| 5 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | მიწის კატეგორიები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2015 წლის 26 მარტი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების
შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 29-ე თავის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №9 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ (სსმ,14/03/2012).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა)
2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ)
2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ)
2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ)
იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.
მუხლი 3🔗
1.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
2.
სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტი.
მუხლი 4🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა)
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;
ბ)
100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.
მუხლი 5🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები
ლარი/ჰა
1
სახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო
56
2
სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
16
3
საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
10
4
ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით:
ა) სახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო
ბ) სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
გ) საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
56
16
10
5
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3
მუხლი 6🔗
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:
ა)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ჭიათურა) – 1,5
ბ)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 1,4.
მუხლი 7🔗
არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადია:
ა)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ჭიათურა) - 0.36 ლარი;
ბ)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის - 0.336 ლარი.
მუხლი 8🔗
ადგილობრივი გადასახადის გადამხდელი გადასახადისაგან თავისუფლდება და საგადასახადო შეღავათით სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.