„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№132
სარეგისტრაციო კოდი
330110000.10.003.018517
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №132

2015 წლის 25 მარტი

ქ.თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიამ უზრუნველყოს ამ დადგენილების  №2  დანართით განსაზღვრული არაგეოგრაფიული ზონის კოდების (NDC) - 200-299 რეზერვიდან მოკლე ნომრის - 2-0-1-5, ნებართვის გარეშე,  გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ, დროებით,  2015 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 20 აგვისტომდე,  ა(ა)იპ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის  თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისთვის მინიჭება, საინფორმაციო ცენტრის ცხელი ხაზის ფუნქციონირებისთვის. აღნიშნული ნომრის აკრეფა განხორციელდეს დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ბ“ და „ვ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყოველგვარი პრეფიქსის გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი