📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2015
ძალის დაკარგვა 13.10.2015
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.136.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 524 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2015 მიღება
13.10.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2015 წლის 26 მარტი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო  მოთხოვნები 1.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება უნარ-ჩვევების და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:  ა)   საქართველოს კონსტიტუცია;  ბ)   საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;  გ)  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;  დ)   საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;  ე)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მუხლი 2🔗. სპეციალური მოთხოვნები 1. საკრებულოს აპარატის უფროსი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word)  და Internet-ის სამომხმარებლო    დონეზე ცოდნა. 2. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე (მრჩეველი): ა) უმაღლესი განათლება; ბ) `სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; გ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word)  და Internet-ის სამომხმარებლო   დონეზე ცოდნა. 3. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; გ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’; ვ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word)  და Internet-ის სამომხმარებლო   დონეზე ცოდნა. 4 . საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილების უფროსი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და მოქმედების შესახებ’’; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; დ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word)  და Internet-ის სამომხმარებლო   დონეზე ცოდნა. 5. საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილების მთა­ვარი სპეციალისტი საორგანიზაციო და საინფორმაციო საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქართველოს კანონი ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’; გ)   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი III თავი; ე) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების   ერთიანი  წესების დამტკიცებისა და მოქმედების შესახებ’’; ვ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word)  და Internet-ის სამომხმარებლო   დონეზე ცოდნა. 6. საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი საარქივო და საინფორმაციო  საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქართველოს კანონი ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ’’; გ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ)   ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word)  და Internet-ის სამომხმარებლო   დონეზე ცოდნა. 7.საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილების  წამყვანი სპეციალისტი საქმისწარმოების  საკითხებში: ა) საშუალო, საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების    ერთიანი  წესების დამტკიცებისა და მოქმედების შესახებ’’; გ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word)  და Internet-ის სამომხმარებლო   დონეზე ცოდნა.