„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საექიმო საქმიანობის შესახებ 08.06.2001
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. ინფორმაციის მიწოდება მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის
თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ან თუ პაციენტს სხვა რამ არ აქვს განცხადებული წარსულში, როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს აწვდის.“.
2. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, პაციენტის მოთხოვნით, გააცნოს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგები, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული მონაცემები, სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ჩატარებული კონსულტაციის ამსახველი ჩანაწერები.“.
3. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნით შეიტანოს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შესწორება, დამატება ან განმარტება.“.
4. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლება
1. მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.
2. თუ არსებობს მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების ან/და ინვალიდობის რისკი, რის გამოც აუცილებელია მისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, მაგრამ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა ვერ ხერხდება, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
3. თუ არსებობს მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რის გამოც აუცილებელია მისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
4. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს და მოითხოვოს პაციენტისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის ნებართვა.“.
5. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი იღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო განათლების ან სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პაციენტის ჩართვაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.
ქუთაისი, 20 მარტი 2015 წ. N3378-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 40. ინფორმაციის მიწოდება მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის
- მუხლი 41. სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის გაცნობა პაციენტისათვის, მისი ნათესავისათვის ან კანონიერი წარმომადგენლისათვის
- მუხლი 42. შესწორების, დამატების ან განმარტების შეტანა სამედიცინო დოკუმენტაციაში
- მუხლი 45. მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლება
- მუხლი 47. პაციენტის მონაწილეობა სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.03.2015.
- როდის იქნა მიღებული „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3378-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 470010000.05.001.017679.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3378-IIს, 20.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 470010000.05.001.017679 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2787547/