საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3349-IIს
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.017676
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 58-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის და მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულების შესრულება“;

ბ) მე-3−მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე ასრულებს მისი მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო დავალიანებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე იხდის მისი მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერება, თუ მისი ქონება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია და მხარდაჭერის მიმღების მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. სასამართლოს მიერ პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან  ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება აღდგება.

6. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ან მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო დავალიანება არის სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3091 მუხლი:

„მუხლი 3091. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო ვალდებულებას ქმედუუნარო პირის ქონების ხარჯზე ასრულებს მისი მეურვე, სანამ ამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერება, თუ მისი ქონება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია, სანამ ამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

3. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალური შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღების დღიდან ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება აღდგება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი ქმედუუნაროდ ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3349-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.03.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3349-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.017676.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3349-IIს, 20.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.017676 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2787627/