⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2015
ძალაში შესვლა 01.04.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №16/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,405 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2015 მიღება
01.04.2015 ძალაში შესვლა
01.01.2016 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №16/2015 2015 წლის 26 მარტი ქ.თბილისი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის №5/2014 დადგენილების პირველი მუხლის 1.5 პუნქტით დამტკიცებული საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 5). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი დანართი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში; ბ) მაგისტრის ხარისხი; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; ვ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი (ინფორმაციის თავისუფლება); დ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”; ზ) ცესკოს რეგლამენტი; თ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 2🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე  არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: საერთაშორისო ურთიერთობების ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში; ბ) მაგისტრის ხარისხი; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი საზოგადოებასთან/საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; ვ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოსკ კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; დ) საქართველოსკანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 3🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში; ბ) მაგისტრის ხარისხი; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; დ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ე) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ვ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი საზოგადოებასთან/საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; ზ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი. მუხლი 4🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ვ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი საზოგადოებასთან/საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; ზ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; დ)  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი. მუხლი 5🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის/ჟურნალისტიკის სფეროში, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში; ბ) მაგისტრის ხარისხი; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; ვ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი (ინფორმაციის თავისუფლება); დ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; ე) საქართველოსკანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”; ზ) ცესკოს რეგლამენტი; თ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 6🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობების/ჟურნალისტიკის სფეროში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით; ბ) მაგისტრის ხარისხი; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; ვ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი (ინფორმაციის თავისუფლება); დ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ზ) ცესკოს რეგლამენტი. მუხლი 7🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის/ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ვ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში; ზ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი (ინფორმაციის თავისუფლება); დ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ზ) ცესკოს რეგლამენტი.