საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.12.2015 ძალადაკარგული 10.06.2016
ნომერი
№65/2015
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (12 მუხლი)
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №65/2015

2015 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში;

ბ) მაგისტრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;

ვ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი (ინფორმაციის თავისუფლება);

დ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”;

ზ) ცესკოს რეგლამენტი;

თ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 2
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე  არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: საერთაშორისო ურთიერთობების ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში;

ბ) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი საზოგადოებასთან/საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;

ვ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოსკ კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

დ) საქართველოსკანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”;

ვ) ცესკოს რეგლამენტი;

ზ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 3
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.        

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში;

ბ) მაგისტრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ვ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი საზოგადოებასთან/საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;

ზ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”;

ვ) ცესკოს რეგლამენტი;

ზ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 4
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.        

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში;

ბ) მაგისტრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ვ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი საზოგადოებასთან/საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;

ზ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”;

ვ) ცესკოს რეგლამენტი;

ზ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 5
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

ვ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი საზოგადოებასთან/საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;

ზ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

დ)  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”;

ვ) ცესკოს რეგლამენტი;

ზ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 6
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის/ჟურნალისტიკის სფეროში, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში;

ბ) მაგისტრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;

ვ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი (ინფორმაციის თავისუფლება);

დ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”;

ზ) ცესკოს რეგლამენტი;

თ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 7
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობების/ჟურნალისტიკის სფეროში;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით;

ბ) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;

ვ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი (ინფორმაციის თავისუფლება);

დ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ზ) ცესკოს რეგლამენტი;

თ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 8
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ე) მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის/ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

ვ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში;

ზ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი (ინფორმაციის თავისუფლება);

დ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ზ) ცესკოს რეგლამენტი;

თ) დეპარტამენტის დებულება.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.06.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №65/2015. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.15.008.016229.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.06.2016-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“, №65/2015, 12.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016229 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3089676/