საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2015
ძალაში შესვლა 01.04.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №17/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 11.02.2014
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№17/2015
2015 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის №5/2014 დადგენილების პირველი მუხლის 1.7 პუნქტით დამტკიცებული საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 7).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების, ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების, ქსელური და ვებ-ორიენტირებული ტექნოლოგიების, პროგრამირების ენების ცოდნა.
2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ე) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”;
ე) ცესკოს რეგლამენტი;
ვ) დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Linux) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS Visual Fox Pro, MS SQL Server), პროგრამირების ენების (DELPHI, C, C++, Transact-SQL), ქსელური და ვებ-ორიენტირებული ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა, კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების, კომპიუტერული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა;
დ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების პრინციპების ცოდნა.
2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ე) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) ცესკოს რეგლამენტი;
ე) დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 3🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის გამოცდილება;
გ) თანამედროვე ოპერაციული სისტემების (MS Windows 2008/ Windows 7/ Windows 8), საოფისე (MS Office) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS SQL Server, MS Access, MS Visual Fox Pro), პროგრამირების ენების (Borland Pascal, C, Transact-SQL) ცოდნა.
2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
ე) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) ცესკოს რეგლამენტი.
მუხლი 4🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის კორპორატიული ქსელებისა და კომპიუტერული უსაფრთხოების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
გ) კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების, ქსელური ტექნოლოგიებისა და შესაბამისი პროტოკოლების (TCP/IP Protocol, FTP/HTTP/SMTP... Protocol, IIS, Apache, DNS, NAT, VPN,Routing, Iptables, Squid) ,აგრეთვე, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Rad Hat Enterprise Linux, CentOS, VMWare ESX) ღრმა ცოდნა და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, პროგრამირების ენების (MS Visual Fox Pro, MS SQL Server) მუშაობის პრინციპების ცოდნა;
დ) კომპიუტერული უსაფრთხოების პრინციპების ღრმა ცოდნა.
2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ე) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) ცესკოს რეგლამენტი;
ე) დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 5🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის კორპორატიული ქსელებისა და კომპიუტერული უსაფრთხოების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში;
ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების, ქსელური ტექნოლოგიებისა და შესაბამისი პროტოკოლების (TCP/IP Protocol, FTP/HTTP/SMTP... Protocol, IIS, Apache, DNS, NAT, VPN,Routing, Iptables, Squid) ცოდნა, აგრეთვე, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Rad Hat Enterprise Linux, CentOS, VMware ESX) და სხვადასხვა გამოყენებითი პროგრამული საშუალებების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
დ) კომპიუტერული უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა.
2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) ცესკოს რეგლამენტი.
მუხლი 6🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ზოგადი პრინციპების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS SQL Server, My SQL, Oracle, MS Access), პროგრამირების ენების (DELPHI, C, C++, Transact-SQL) ღრმა ცოდნა, კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების, კომპიუტერული უსაფრთხოების საფუძვლების, ქსელური და ვებ-ორიენტირებული ტექნოლოგიების, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Linux) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების ცოდნა.
2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ე) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) ცესკოს რეგლამენტი;
ე) დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 7🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის გამოცდილება;
გ) თანამედროვე ოპერაციული სისტემების (MS Windows 2008/ Windows 7/ Windows 8), საოფისე (MS Office) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS Visual Fox Pro, MS SQL Server), პროგრამირების ენების (Borland Pascal, C, Transact-SQL) ცოდნა.