ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2015 წლის 26 მარტი ქ. მცხეთა |
|
2. სოციალური დახმარების მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ასევე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი პირების სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება, რომელიც გაიცემა მათი ოჯახის წევრებზე.
1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების (შემდგომში - „მოსარგებლე“) შემდეგი კატეგორია:
ა) სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 57 000-ის ჩათლით; მათი ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 50 ლარს;
ბ) სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000-დან 70 000-ის ჩათვლით; მათი ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 70 ლარს;
გ) სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 70 000-დან 100 000-ის ჩათვლით; მათი ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 50 ლარს;
დ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრები (სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების ფარგლებში);
ე) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახს შემოსავლის არავითარი საშუალება არ გააჩნია და აღნიშნული ფაქტი დადასტურებული იქნება.
2. პროგრამით მოსარგებლე დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით.
ა) რომელიც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით;
ბ) რომელიც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით;
გ) რომელიც არ ფინანსდება არცერთი სახელმწიფო ან კერძო პროგრამით.
2. დაფინანსების ზედა ზღვარი თანადაფინანსების შემთხვევაში შეადგენს 500 ლარს.
3. ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამებით, ფინანსდება შემდეგი ოდენობით:
ა) 0-დან 500 ლარის ჩათვლით - 100 %-ით;
ბ) 501-დან 1000 ლარის ჩათვლით - 70%-ით;
გ) 1001-დან 2000 ლარის ჩათვლით - 50%-ით;
დ) 2001-დან 5000 ლარის ჩათვლით - 40%-ით;
ე) 5001 -დან 20 000 ლარის ჩათვლით - 20%-ით.
4. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე დაავადებებზე, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედებით, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ვირუსული ჰეპატიტების და აივ ინფექციის მკურნალობაზე;
ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უკვე დაფინანსებულ მკურნალობაზე;
გ) მშობიარობაზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის ოპერაციაზე),
დ) პლასტიკურ ქირურგიაზე;
ე) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე;
ვ) ტრანსპლანტაციის ხარჯებზე (არ ანაზღაურდება იმპლანტის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით);
ზ) სამედიცინო ხასიათის დამხმარე საშუალებების დაფინანსებაზე: სათვალე, კონტაქტური ლინზები, სმენის აპარატი, მათ შორის იმ პროთეზებზე, რომელთა ჩადგმა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, გარდა იმ ნოზოლოგიებისა რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით;
თ) სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით);
ი) მედიკამენტების დაფინანსებაზე.
ა) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (აიდი ბარათის შემთხვევაში ფორმა №1), ხოლო თუ განაცხადს მოსარგებლის ნაცვლად აკეთებს სხვა პირი, მისი პირადობის მოწმობის ასლი და ნოტარულად დამოწმებული მინდობილობა;
ბ) მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ პირი აღრიცხულია როგორც იძულებით გადაადგილებული;
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები:
გ.ა) ფორმა №100;
გ.ბ) ხარჯთაღრიცხვა;
გ.გ) ანგარიშ-ფაქტურა.
2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი კომისია (შემდგომში - კომისია) კვირაში ერთხელ (გადაუდებელი შემთხვევისას - რიგგარეშე სხდომაზე) იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს.
3. კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, კომისიის სხდომას ესწრება და განხილვაში მონაწილეობას იღებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული, ან ბინადრობს პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე.
4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისიის მიერ, პროგრამით დადგენილი მოცულობების შესაბამისად, განისაზღვრება დასაფინანსებელი თანხის ოდენობა.
5. კომისიის ოქმი დგება სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი დღისა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. კომისიის ოქმი, თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად.
6. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ხელს აწერს პროგრამით მოსარგებლეთა მიმართ გაცემულ საგარანტიო წერილს და სამედიცინო დაწესებულებასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას, რომელსაც მოსარგებლე წარადგენს სამედიცინო დაწესებულებაში.
7. სამედიცინო დაწესებულება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აგზავნის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ხდება მკურნალობის ღირებულების ანაზღაურება.
ა) სოციალურად დაუცველი პირებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 57 000-ის ჩათლით; ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 50 ლარს;
ბ) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000-დან 70 000 -ის ჩათვლით, ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 100(ასი) ლარს;
გ) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 70 000 -დან - ზემოთ, ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს, აღნიშნული ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა, აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა სარეიტინგო ქულები განსაზღვრული არ არის, კომისიის გადაწყვეტილებით, მაჟორიტარი დეპუტატის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად მოსარგებლემ უნდა წარადგინოს წერილობითი განაცხადი შესრულებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე და შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დეპუტატის წერილობითი შუამდგომლობა (მაჟორიტარული ოლქების მიხედვით), როდესაც მოქალაქის სარეიტინგო ქულა განსაზღვრული არ არის, დეპუტატი შუამდგომლობს რა მოქალაქეს, პასუხისმგებელია მის მიერ გაცემულ შუამდგომლობაზე
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი (აიდი ბარათის შემთხვევაში ფორმა №1)
გ) მოწმობა, რომლითაც დასტურდება ფაქტი, რომ პირი აღრიცხულია როგორც იძულებით გადაადგილებული;
დ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედი, სარეიტინგო ქულათა ამონაწერი გაცემული სოციალური სააგენტოს მიერ;
ვ) თუ პირი მოქმედებს წარმომადგენლის სახელით, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიალურად.
3. ერთჯრადი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლი 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
4. ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემის შესახებ კომისიის დადებითი გადაწყვეტილება წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც ხელს აწერს თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.
5. ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.
ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ღონისძიებისათვის გაიცემა - 250 ლარი. თანხას მიიღებს პირის ოჯახის წევრი.
ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისთვის გაიცემა - 200 ლარი. თანხას მიიღებს პირის ოჯახის წევრი.
2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ოჯახის წევრის წერილობითი განცხადება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (აიდი ბარათის შემთხვევაში ფორმა №1);
გ) გარდაცვალების მოწმობა;
დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.
4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
2. ფულადი თანხა გაიცემა თვეში ერთხელ 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით.
3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება და შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი (აიდი ბარათის შემთხვევაში ფორმა №1)
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება და ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გრაფიკი;
გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) თუ პირი მოქმედებს წარმომადგენლის სახელით, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიალურად;
4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
2. მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ დახმარების მისაღებად ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება ქალაქ მუნიციპალიტეტის მერის სახელზე და შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი (აიდი ბარათის შემთხვევაში ფორმა №1);
ბ) საბუთი, რომლითაც დასტურდება ფაქტი, რომ პირი არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე;
გ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა’’ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №16 დადგენილება (matsne.gov.ge. 010260020.35.175.016016, 05/09/2014).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი