სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2015
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.122.016295
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2015
matsne.gov.ge 1,127 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
სამხედრო აღრიცხვა
კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მიერ მოქალაქის აღრიცხვა სამხედრო აღრიცხვაზე დგომის ზღვრულ ასაკამდე, რომლის დროსაც მას წარმოეშობა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 3
პირველადი სამხედრო აღრიცხვა
იმ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, რომელთაც სამხედრო აღრიცხვის პერიოდისთვის შეუსრულდათ ან უსრულდებათ 17 წელი, ასევე იმ უფროსი ასაკის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იქნენ აყვანილი სამხედრო აღრიცხვაზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში
მუხლი 3
სამხედრო ვალდებული პირი
სამხედრო სააღრიცხვო ასაკს მიღწეული მოქალაქე სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ზღვრულ ასაკამდე
მუხლი 3
წვევამდელი
პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი მოქალაქე 27 წლის ასაკამდე, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთაც მოიხადეს ან მოხდილად ჩაეთვალათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური
მუხლი 3
გამწვევი კომისია
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი  ერთეულის - მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 29.12.2023 წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 29.01.2024 სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 22.12.2025 საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 27.02.2019 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 21.10.2025

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №30 2015 წლის 27 მარტი ქ. წყალტუბო სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ      საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მიზნით შექმნილი  კომისიის დებულება (თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე  დანართი №1  სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ,,სამხედო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, განსაზღვრავს  სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შექმნილი  კომისიის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, გაწვევის წესს, უფლებამოსილებას და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში „კომისია“) არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კომისია, რომელიც უზრუნველყოფს  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით,  ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი კომისიის მიზანია: სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება და სამართლებრივი უზრუნველყოფა;  კომისიაში წვევამდელთა  გამოცხადების პროცესის კონტროლი;  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის,  გაწვევის გადავადების,  გაწვევისაგან განთავისუფლებისა და  სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის ვარგისიანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. სამხედრო აღრიცხვა – კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მიერ მოქალაქის აღრიცხვა სამხედრო აღრიცხვაზე დგომის ზღვრულ ასაკამდე, რომლის დროსაც მას წარმოეშობა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები; 2. პირველადი სამხედრო აღრიცხვა – იმ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, რომელთაც სამხედრო აღრიცხვის პერიოდისთვის შეუსრულდათ ან უსრულდებათ 17 წელი, ასევე იმ უფროსი ასაკის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იქნენ აყვანილი სამხედრო აღრიცხვაზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში; 3. სამხედრო ვალდებული პირი  – სამხედრო სააღრიცხვო ასაკს მიღწეული მოქალაქე სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ზღვრულ ასაკამდე; 4. წვევამდელი – პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი მოქალაქე 27 წლის ასაკამდე, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთაც მოიხადეს ან მოხდილად ჩაეთვალათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; 5. გამწვევი კომისია„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი  ერთეულის - მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია. თავი II სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება მუხლი 4🔗. კომისიის სტრუქტურა 1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სტრუქტურული  ერთეულის მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები), უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. 4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე - გამგეობის შესაბამისი თანამდებობის პირი, რომელიც  განისაზღვრება გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  5. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას. მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის წესი  და უფლებამოსილება 1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე. 2. გამწვევ კომისიაში წვევამდელთა გამოცხადება წარმოებს ორგანიზებულად. შესაბამისი სამსახური ვალდებულია აკონტროლოს წვევამდელთა გამწვევ კომისიაში გამოცხადების პროცესი და წვევამდელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. 3. წვევამდელთა შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით სამსახური ამოწმებს სათანადო მონაცემებს, რის შემდეგაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერები სამხედრო-სააღრიცხვო ბარათსა და სამხედრო ნამსახურების ბარათში. 4. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში გაკეთებული ნებისმიერი შესწორება დასტურდება სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერით და ბეჭდით. 5. გამწვევ კომისიაში  გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება: ა) წვევამდელის ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ; ბ) წვევამდელის ახლო ნათესავის (მშობელი, მეუღლე, შვილი, და-ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;  გ) სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებები, რაც დადასტურებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. 6. გამწვევი კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია წვევამდელის მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება: ა)  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ; ბ)  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ; გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ; დ) სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ; ე) სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის ვარგისიანობის შესახებ. 7. გამწვევი კომისია უფლებამოსილია ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით მოქალაქის შესაბამისი განცხადების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა. 8. წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების  მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მის წარდგენას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მისამართზე - შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში. შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და გამწვევი კომისიის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომ - სამუშაო ჯგუფი). მუდმივმოქმედი სამხედრო- სამედიცინო საექსპორტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის ) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის ვარგისიანობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, განსაზღვრავს (განსაზღვრავენ) სამუშაო ჯგუფის წევრი (წევრები) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის  დადგენილების შესაბამისად. 9. სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით გათვალისწინებულ  შემთხვევაში გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ის პირი, რომლის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება მისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ. 10. გამწვევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნას, რომელმაც წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. 11. თუ წვევამდელის მიმართ მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო სამსახურისათვის შეზღუდულად ვარგისად ცნობის, დროებით უვარგისად ცნობის ან სამხედრო სამსახურისათვის, უვარგისად ცნობის თაობაზე, გამწვევი კომისია ვალდებულია მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან გამწვევი კომისიის მიერ თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, დაუშვებელია წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა. 12. მოქალაქის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი შესაბამის მასალებს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს. 13. გამწვევი კომისიის თავმჯდომარე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეს უცხადებს გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებას. ამ მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში გამწვევი კომისიის თავმჯდომარე აძლევს მას გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერს. 14. პირს შეუძლია გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი სასამართლოში. ამ შემთხვევაში გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება სასამართლოს ძალაში შესვლამდე. მუხლი 6🔗. კომისიის სხდომა 1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ კომისიის თავმჯდომარის მიერ. 2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 3. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი. 6. გამწვევი კომისიის ის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია წერილობით დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, რაც თან დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს. 7. გამწვევი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომისიის მდივნის მიერ ფორმდება ოქმის სახით (დანართი №1). ოქმში უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;                                               ბ) სხდომის გამართვის თარიღი და ადგილი; გ) კომისიის თავმჯდომარის და დამსწრე წევრთა ვინაობა; დ) განსახილველი საკითხები; ე) მიღებული გადაწყვეტილება. 8. გამწვევ კომისიას აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 9. სხდომა ფორმდება შესაბამისი ოქმით. სხდომის ოქმის ყოველი გვერდი მოწმდება გამწვევი კომისიის ბეჭდით, ხოლო ოქმის ბოლო გვერდს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე,  კომისიის მდივანი და  დამსწრე წევრები. 10. ოქმი აღირიცხება ოქმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №2) და ინახება გამწვევი კომისიის საქმეთა ნომენკლატურით განსაზღვრულ საქმეში. თავი III დასკვნითი დებულებები მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.