⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.02.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2015
ძალის დაკარგვა 19.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 854 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2015 მიღება
19.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2015 წლის 26 მარტი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ გ.ბ“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის’’  61-ე მუხლის  საფუძველზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება’’, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №10 ,,ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ’’ (matsne.gov.ge. 010260020.35.175.016010.  05/09/2014). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური  (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილების საფუძველზე და უზრუნველყოფს ქალაქ ლი ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დადგენილი წესით საქმისწარმოებას, სტრუქტურებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო  ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ  ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება აგრეთვე, საკადრო საქმეების წარმოება და მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს: საქართველოს  კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და ამოქმედების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, მერიის დებულება, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება  სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან – განყოფილებებისგან. 1.1 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების  მართვის განყოფილება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის  და საინფორმაციო განყოფილება; გ) მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული  ამოცანებისა და  ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებას სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებორივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მერის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს მას ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი  1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსი : ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ  მოვალეობებს; 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ–ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების კომპეტენცია საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა) მერიის დადგენილი წესით საქმისწარმოებას; ბ) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; გ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; ე) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას , შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა  და ინდექსაციას; ვ) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის; ზ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; თ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ი) გასული დოკუმენტების გაგზავნას; კ) საქმეთა  მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; ლ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; მ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ნ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; ო) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; პ)  მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; ჟ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; რ) მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; ს) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების თაობაზე საკითხების მომზადებას; ტ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 6🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების კომპეტენცია საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; ბ) გამართულ კომუნიკაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; დ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვის და ორგანიზების ხელშეწყობას; ე) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე  საჯარო ინფორმაციის განთავსებას; ვ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას; ზ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; თ) სტრუქტურული ერთეულებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას; ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 7🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით ახორციელებს: ა) საკრებულოს და  მერიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი 1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.