ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2014 წლის 27 აგვისტო ქ. მცხეთა |
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დადგენილი წესით საქმისწარმოებას, სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთაან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; საკადრო საკითხთა, მატერიალურ-ტექნიკურ, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფას.
3.სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №414, მერიის დებულება და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.
4. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და სპეციალისტებისაგან.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება,
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილება.
გ) მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება,
დ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება.
ა) წარმართავს საქმიანობას სამსახურში და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის.
გ) მერს წარუდგენს წინადადებას სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების , მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებოვრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ;
ვ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს მას ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
2. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;
3. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ–ერთი საჯარო მოსამსახურე.
2. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების დადგენილი წესით საქმისწარმოებას;
ბ) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
გ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას ;
ე ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ვ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას , შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
ზ) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის ;
თ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ი) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
კ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ლ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
მ) საქმისწარმოებაში ბეჭდების,შტამპების ,ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ნ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე ;
ო)ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
პ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა – წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;
ჟ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;
რ) მერიის საჯარო მოსამსხურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;
ს) მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების შემუშავებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ტ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;
უ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას ;
ფ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას;
ქ) საკონკურსო - საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას , საკონკურსო- საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას;
ღ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით , მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2 საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
ბ) გამართულ კომუნიკაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
დ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;
ე) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებას;
ვ) მერის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას;
ზ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას;
თ) მერიის საქმიანობის ანგარიშის გამოქვეყნებას;
ი) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო –საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
კ) სტრუქტურული ერთეულებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას ;
ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. განყოფილება დადგენილი წესით ახორციელებს:
ა) მერიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღებას;
ბ) ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშების მომზადებას;
გ) ბიუჯეტის შემოსულობათა ოპერატიულ აღრიცხვა-ანგარიშებს და უშუალო კონტროლს ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე გადასახდელების ნაწილში;
დ) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილებასთან ერთად ამზადებს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს;
ე) ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას და კოორდინაციას;
ვ) ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ მომსახურე საბანკო დაწესებულებებიდან ინფორმაციის სისტემატურ (ყოველდღიურ) მიღებას და აღრიცხავს ბიუჯეტის შემოსულობებისა და ხარჯებს (გადასახდელებს);
ზ) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას;
თ) ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზებას და ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადებას;
ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.