ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2015 წლის 26 მარტი ქ. მცხეთა |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, მერიის დებულება, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
1.1 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილება;
გ) მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებას სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებორივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მერის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს მას ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
2. განყოფილების უფროსი :
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ–ერთი საჯარო მოსამსახურე.
ა) მერიის დადგენილი წესით საქმისწარმოებას;
ბ) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
გ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
ე) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას , შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
ვ) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის;
ზ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
თ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ი) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
კ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
ლ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
მ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ნ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
ო) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
პ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;
ჟ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;
რ) მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ს) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების თაობაზე საკითხების მომზადებას;
ტ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ა) მერის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
ბ) გამართულ კომუნიკაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
დ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვის და ორგანიზების ხელშეწყობას;
ე) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებას;
ვ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას;
ზ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
თ) სტრუქტურული ერთეულებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას;
ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ა) საკრებულოს და მერიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება’’, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №10 ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ (matsne.gov.ge. 010260020.35.175.016010. 05/09/2014).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი