„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2017 წლის 13 ივნისი
ქ. მცხეთა
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №
13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №
13 დადგენილებაში (matsne.gov.ge. 010260020.35.175.016065. 01/04/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან – განყოფილებებისგან.
1.1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილება;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“.
2. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საქმისწარმოების განყოფილების კომპეტენცია
საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიის საქმისწარმოებას;
ბ) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
გ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
ე) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას, შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
ვ) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის;
ზ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
თ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ი) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
კ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
ლ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
მ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ნ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას.“.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების კომპეტენცია
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ბ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;
გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;
დ) მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ე) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების თაობაზე საკითხების მომზადებას;
ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.06.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.175.016148.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №13, 13.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3699193/