წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2015 წლის 27 მარტი ქ. წყალტუბო |
|
2. მეპატრონე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ რეგისტრაციას, მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინარულ მომსახურებას და წესით განსაზღვრულ შემთხვევებში მის წვრთნას.
3. ცხოველთა კლასიფიკაცია – წინამდებარე წესით ცხოველთა ჯგუფების პატრონაჟის თვალსაზრისით დადგენილი სისტემა.
4. ჭარბი აგრესიულობის მქონე ჯიშები – ძაღლების ჯიშები, რომლებიც ამგვარად აღიარებულია საერთაშორისო კინოლოგიური ორგანიზაციების მიერ.
5. მიკედლებული ცხოველი - ცხოველი, რომელიც ცხოვრობს გარკვეულ ტერიტორიაზე და მასზედ ხორციელდება ზედამხედველობა ფიზიკური პირის მიერ.
6. უზედამხედველო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც დროის გარკვეულ მონაკვეთში არ ხორციელდება პატრონაჟი, ან ზედამხედველობა და რომელიც არ არის მიკედლებული კონკრეტულ ადამიანზე.
7. უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ დაუდგინდება მეპატრონე.
8. ცხოველის შენახვა – ცხოველის კვება/დაწყურება მისთვის განკუთვნილი რაციონით და აუცილებელი ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფა.
9. ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისათვის საარსებო პირობების შექმნა: ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა.
10. სანიტარული ნორმები – საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი ნორმები.
11. მოკვდინება (დაძინება) – ცხოველის მოკვდინება წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით.
12. ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება – ცხოველის ფიზიკური ჯანმრთელობისათვის საჭირო მომსახურება.
13. გამძღოლი ცხოველი – ძაღლი, რომელიც სპეციალურად გაწვრთნილია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ქალაქის გარემოში უსაფრთხოდ გადაადგილების ხელშესაწყობად.
14. სასამსახურო ცხოველები – ცხოველები (ძაღლები), რომლებიც სპეციალური გაწვრთნის შემდეგ, ან ამგვარის გარეშე ასრულებენ ამა თუ იმ საზოგადოებისთვის სასარგებლო ფუნქციებს.
15. რეგისტრაცია – მეპატრონის მიერ ცხოველის რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
16. იზოლირება - ღონისძიებათა ერთობლიობა, უზედამხედველო, ცხოველების დაჭერა/აყვანა, რომელიც დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ცხოველების რეგისტრაცია, სამეცნიერო ზოოლოგიური სტანდარტის მიხედვით ყოველი ცხოველისათვის შესაბამისი ფართითა და პირობებით უზრუნველყოფა, ვოლიერში ყოფნისას ცხოველთა რაოდენობის დადგენა, ცხოველის სახეობის, ასაკისა და წონის მიხედვით მისაწოდებელი საკვების განსაზღვრა რაციონისა და მოცულობათა კალორიულობით, დაწყურვება, რეგულარული გასეირნება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვა, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით.
ა) პატრონიანი;
ბ) მიკედლებული;
გ) უპატრონო;
დ) უზედამხედველო;
ე) იზოლირებული.
2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება მეპატრონის მიერ წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებით, ძაღლის რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფაქტიური ზედამხედველობის მომენტიდან.
4. ცხოველს უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველთა თავშესაფარში ძაღლის მიყვანიდან არანაკლებ 10 დღის (ან თავშესაფარის დებულებით გათვალისწინებული პერიოდის) შემდეგ.
5. უზედამხედველოდ ჩაითვლება ცხოველი, რომელიც არ პასუხობს წინამდებარე წესის 2 – 4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები არაკომერციული ან კომერციული მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას.
4. მეპატრონედ გახდომის უფლება არ აქვთ:
ა) 18 წლამდე ასაკის პირებს, მათი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს;
გ) პირები, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან ნარკოლოგიურ დაწესებულებებში;
5. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:
ა) სათანადო კვება და დაწყურვება;
ბ) ფიზიკური აქტიურობა;
გ) საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება.
დ) ცხოველის (მდედრი) შეჯვარებისა და მისი გამრავლების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველის სათანადო პირობების შექმნა და უზრუნველყოფა;
ე) ცხოველის გასეირნება და სატრანსპორტო საშუალებებით მისი გადაყვანა შესაბამისი პირობების დაცვით;
6. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე.
ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარიულ სამკურნალოებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის პირადი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;
გ) ჭარბი აგრესიულობის ჯიშების ძაღლების ყოლა დაშვებულია მხოლოდ მეპატრონის მიერ ამგვარი ძაღლის წვრთნისა და მოვლა-პატრონობის თაობაზე ტექნიკური მინიმუმის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს უფლებამოსილი ორგანო ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეთანხმებით;
დ) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
ე) მოდარაჯე ძაღლის დაბმულ მდგომარეობაში ყოლა (და მისი აშვება) დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მხოლოდ შემოზღუდულ ტერიტორიაზე. აუცილებელია ამგვარი ძაღლების არსებობისას გასაფრთხილებელი წარწერის გაკეთება ეზოში შესასვლელ კარებზე. მოდარაჯე ძაღლის დაბმა დაიშვება მხოლოდ 5 მეტრიანი ან მეტი სიგრძის თასმის არსებობისას;
ვ) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და აალაგოს ცხოველის ექსკრემენტები;
ზ) ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გადაიბაროს, გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში;
თ) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;
ი) ცხოველის სიკვდილის შესახებ სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას და უფლებამოსილ ორგანოს;
კ) აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) საზოგადოებრივი თავშეყრისა და მომსახურების ადგილებში ცხოველის დაშვების პირობები წყდება შესაბამისი ობიექტის მესაკუთრის შეხედულებისამებრ. ამ შემთხვევეში ობიექტზე უნდა იყოს დემონსტრირებული შესაბამისი ნიშანი;
მ) ჭარბი აგრესიულობის მქონე ჯიშის ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) ცხოველის მიერ ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა), მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;
ო) ძაღლის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია მხოლოდ ბიოთერმულ ორმოსა და კრემატორიუმის მეშვეობით;
პ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზირება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების ორგანიზატორთა მიმართ მოქმედებს კანონი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლი.
ჟ) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა - პატრონობის პირობების დარღვევისათვის ცხოველთა დაცვის (არასამთავრობო ორგანიზაციის) შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ორგანო (პოლიცია) დაუყონებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს. ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით.
რ) დაუშვებელია ცხოველის ისეთი გაწვრთნა, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებსა და თავისებურებებს, და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას.
2. ცხოველთა პოპულაციის მართვაზე უფლებამოსილი პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია იყოს ასევე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საფუძველზე გამოვლენილი ცხოველთა იზოლაციის მიზნით მომსახურების გამწევი პირი (ორგანიზაცია).
3. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს ან/და პირის ან/და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საფუძველზე გამოვლენილი ცხოველთა იზოლაციის მიზნით მომსახურების გამწევი პირის (ორგანიზაცია) კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) უპატრონო და უზედამხედველო ცხოველების აყვანა-იზოლაცია, მისი გადაყვანა სათანადო მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილით სპეც. სადგომზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვეტ. ექიმის შემოწმებამდე და დასკვნის დაწერამდე მოვლა-პატრონობის განხორციელება;
ბ) უპატრონო ძაღლების დაჭერა თანამედროვე ძაღლსაჭერით და უმტკივნეულოდ;
გ) დაჭერილ ძაღლთა ტრანსპორტირების განახორციელება თავშესაფრამდე სპეციალური ავტომანქანით;
დ) ძაღლების განთავსება იზოლირებულ საკარანტინო ვოლიერებში და მათზე დაკვირვების განხორციელება თავშესაფრის ვეტექიმების მიერ, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ყველა სახის საჭირო მედიკამენტებით, რაც საჭიროა ძაღლთა სრული გამოჯანმრთელებისათვის;
ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და შესაბამისი წესით უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად ვეტ.ექიმთა ჯგუფთა მიერ ძაღლთა კასტრაცია-სტერილიზაციის ჩატარება;
ვ) ვეტერინარის დაკვირვების და დასკვნის შედგენის საფუძველზე ჯანმრთელი ძაღლების დაბირკვა და გაშვება ქალაქის არეალში, ხოლო დაავადებული ცხოველების ევთანაზია კანონით დადგენილ შემთხვევაში;
ზ) თავშესაფრის ვოლიერების მოწყობა და მოვლა პატრონობა თანამედროვე სტანდარტებითა და დადგენილი წესით;
თ) სამედიცინო-ვეტერინარული მომსახურების სისტემატური განხორციელება, დაკვირვება და იზოლირება;
ი) ამ წესით განსაზღვრული სტატუსის (პატრონიანი, მიკედლებული. უპატრონო, უზედამხედველო, იზოლირებული) დადგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
კ) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
ლ) ამ წესით და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცხოველების მოკვდინება და შემდგომი პროცედურების განხორციელება;
მ) ამ წესითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან.
3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.
2. უზედამხედველო ცხოველების დაჭერა/აყვანა დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ცხოველთა დაჭერა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი საერთაშორისო ან ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში და გააჩნიათ შესაბამისი სერთიფიკატი.
3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უზედამხედველო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიებისა და უპატრონო ცხოველის სტატუსის მქონეთა თავშესაფარში გადაცემის ჩათვლით.
2. ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინება დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ, მის მიერ ხელმოწერილი აქტის საფუძველზე.
3. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ მისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტური და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიკვდილის წინა სტადიაში;
4. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერ სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით.
5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით:
ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა,;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) საკვებისა და წყლის განზრახ არმიცემა;
ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
6. მოკვდინების პროცედურის შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია ან პათანატომიური გამოკვლევა).
2. სხვა შემთხვევაში აკრძალულია ცხოველისათვის:
ა) კუდის კუპირება;
ბ) ყურების კუპირება;
გ) დევოკალიზება (დადუმება);
დ) ბრჭყალების მოკვეთა;
ე) ეშვების მოჭრა, ხელსაწყოებით მოცვეთა.
3. ყველა ოპერაცია, რომლის დროს ცხოველი განიცდის ტკივილს, უნდა ჩატარდეს ანესთეზიის შესაბამისი ფორმის გამოყენებით, ვეტერინარის მიერ ან ვეტერინარის ზედამხედველობით.
ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების, მათი ცვლილებებისა და/ან დამატებების შემუშავება, განხილვა და მიღება.
ბ) უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
გ) წყალტუბის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათანადო მუხლის დაფინანსების უზრუნველყოფა.
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად, კომპეტენტური ორგანოს და სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წინამდებარე წესების ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას;
ბ) განახორციელოს შესაბამის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა;
გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, უწინარესად მოსწავლე-ახალგაზრდობის, ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაში.