ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2015 წლის 26 მარტი ქ. მცხეთა |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულება, ეს დებულება, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები,
3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებას სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებოვრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მერის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს მას ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
ა) წინადადებების შემუშავებას სფეროს განვითარების, სხვადასხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობის, ღონისძიებათა განხორციელების შესახებ და წარდგენას სამსახურის უფროსისთვის;
ბ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საპასუხო წერილების მომზადებას;
გ) სამსახურის უფროსის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;
ე) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სასპორტო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით წინადადებების შემუშავებას და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას;
ვ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სასპორტო დაწესებულებების პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკის შესწავლას წინადადებების მომზადებას მათი აღმოფხვრის თაობაზე და წარდგენას სამსახურის უფროსისთვის;
ზ) სპორტის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების, კონფერენციების, სემინარების და მასტერკლუბების მოსაწყობად წინადადებების მომზადებას;
თ) სახელმწიფო დაწესებულებების ახალგაზრდობასთან თანამშრომლობას;
ი) ახალგაზრდების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩაბმას სპორტულ ცხოვრებაში და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სპორტულ პროგრამებში;
კ) საჯარო სკოლების თვითმმართველობებთან და სამეურვეო საბჭოებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით თანამშრომლობას;
ლ) სპორტული ღონისძიებების და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას;
მ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. განათლების და კულტურის საკითხებში სამსახური უზრუნველყოფს:
ა) კულტურული ღონისძიებების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას;
ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სახელოვნებო დაწესებულების მართვის კოორდინაციას;
გ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების ხელშეწყობას სხვა ქალაქებთან;
დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას;
ე) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ კულტურული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;
ვ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
ზ) წინადადებების მომზადებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის და მათი პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის აღმოფხვრის თაობაზე და წარუდგენას სამსახურის უფროსისთვის;
თ) წინადადებების მომზადებას კულტურის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების, კონფერენციების და სემინარების განხორციელების თაობაზე;
ი) კულტურის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
3. ტურიზმის საკითხებში სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სხვა ქვეყნის ქალაქებთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადებას;
ბ) ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას და წინადადებების მომზადებას მისი გაუმჯობესების თაობაზე;
გ) სფეროს განვითარების, სხვადასხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობის, ღონისძიებათა განხორცილების შესახებ წინადადებების მომზადებას და წარდგენას სამსახურის უფროსისათვის;
დ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საპასუხო წერილების მომზადებას;
ე) სამსახურის უფროსის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ვ) ტურიზმის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
4. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახური ახორციელებს ასევე სხვა ფუნქციებს.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.