|
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 22-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. №1.2 დანართით განსაზღვრული გაწეული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (გარდა, №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპიისა) და ასევე, №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული (სხვა გადაუდებელი მდგომარეობები) მომსახურების ღირებულებას განმახორციელებელი ანაზღაურებს ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულებისა.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი:
„71. №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ. კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 21 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა) ანაზღაურება ხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა. განმახორციელებლის მიერ ტარიფის გამოთვლა ხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ, ბოლო 1 წლის განმავლობაში წარდგენილი ტარიფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გასაშუალოებული სიდიდის შესაბამისად.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით, №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებითა და №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაწეული მომსახურების ღირებულებას განმახორციელებელი ანაზღაურებს შემდეგი წესის შესაბამისად:
ა) დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ყოველი ერთეულისათვის მიმწოდებლების მიერ წარდგენილი ფასთა განაწილების ქვედა მეოთხედი განისაზღვრება, როგორც ტარიფის არეალი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება, შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან;
ბ) ქიმიო და ჰორმონული პრეპარატებით პაციენტთა უზრუნველყოფის შემთხვევაში, ტარიფის არეალს წარმოადგენს ფასთა განაწილების ქვედა ნახევარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება, შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება მოცემული ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან.“.
2. დადგენილების №1.1 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე - 15 000 ლარი:
ბ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები;
ბ.ა.ბ) სხვა გადაუდებელი მდგომარეობები.“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:
„ბ.ა1) ამ პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას, მოსარგებლის მხრიდან. თანაგადახდას არ ითვალისწინებს №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები; №1.2 დანართით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5 საწოლ-დღისა;“.
3. დადგენილების №1.2 დანართის („გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები“):
ა) პირველი პუნქტი (გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება:
|
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
|
|
|
დასახელება
|
დაზუსტება
|
ჩარევის დასახელება (ჩვენების შესაბამისად)
|
|
|
ტრავმა / ჭრილობა / უცხო სხეული / დამწვრობა, მოყინვა / ცხვირიდან სისხლდენა *
|
|
|
I დონის ტრავმატოლოგიური დახმარება
|
მოტეხილობა ცდომის გარეშე / ამოვარდნილობა / კუნთების და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები
|
მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, იმობილიზაცია / ჩაყენება
|
|
|
II დონის ტრავმატოლოგიური დახმარება
|
მოტეხილობა ცდომით / ამოვარდნილობა / კუნთების და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები
|
მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია / იმობილიზაცია / ბლოკადები
|
|
|
III დონის ტრავმატოლოგიური დახმარება
|
მოტეხილობა ცდომით / ამოვარდნილობა / კუნთების და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები / თითის/თითების ტრავმული ამპუტაცია
|
მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია / მ.შ. ჩხირებით / ტაკვის დამუშავება/ფორმირება
|
|
|
IV დონის ტრავმატოლოგიური დახმარება
|
სახის ძვლების მოტეხილობები
|
მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია
|
|
|
I დონის ქირურგიული დახმარება
|
ზედაპირული ტრავმა და მცირე ზომის ღია ჭრილობები
|
ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, შეხვევა, მედიკამენტები
|
|
|
II დონის ქირურგიული დახმარება
|
საშუალო ზომის ან ორი ან მეტი მცირე ზომის ჭრილობა
|
ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები
|
|
|
III დონის ქირურგიული დახმარება
|
დიდი ზომის ჭრილობები ან კომბინირებული ჭრილობები და /ან მყესთა დაზიანება
|
ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები
|
|
|
IV დონის ქირურგიული დახმარება
|
სახის არის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე)
|
|
|
|
უცხო სხეული
|
ზედა სასუნთქ გზებში, ყურში სასმენ ხვრელში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში
|
|
|
|
თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა)
|
რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
|
დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება / ნეკროტომია, შეხვევა
|
|
|
ცხვირიდან სისხლდენა
|
|
ტამპონადა (გარდა, უკანა ტამპონადისა)
|
|
|
გადაუდებელი თერაპია - სტაბილიზაცია
|
|
|
გულის რითმის დარღვევები
|
მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი
|
|
|
|
გულის რითმის დარღვევები
|
წინაგულ-პარკუჭოვანი (ატრიო-ვენტრიკულური) და ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა
|
|
|
|
გულის რითმის დარღვევები
|
პაროქსიზმული ტაქიკარდია
|
|
|
|
გულის რითმის დარღვევები
|
წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა
|
|
|
|
გულის რითმის დარღვევები
|
პარკუჭთა ციმციმი და თრთოლვა
|
|
|
|
გულის რითმის დარღვევები
|
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი
|
|
|
|
ჰიპერტონული კრიზი
|
|
ეკგ, არტერიული წნევის სტაბილიზაცია
|
|
|
მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი (კრუპი)
|
|
|
|
|
მწვავე ბრონქიტი
|
ბრონქოსპაზმი
|
ბრონქოსპაზმის კუპირება
|
|
|
მწვავე ეპიგლოტიტი
|
|
|
|
|
ალერგია ანაფილაქსიური მდგომარეობისა და ხორხის შეშუპების განვითარების ტენდენციით
|
|
|
|
|
თირკმლის, აბდომინური და ნაღვლკენჭოვანი კოლიკა
|
|
სისხლის ს/ა, შარდის ს/ა, ერთი სისტემის ექოსკოპია, ი/ვ ინფუზია, ტკივილის კუპირება
|
|
|
ტკივილი გულმკერდის და მუცლის არეში, დაუზუსტებელი
|
|
ტკივილის კუპირება, ბლოკადა
|
|
|
თავის ტკივილი
|
|
ტკივილის კუპირება
|
|
|
შარდის შეკავება
|
|
კათეტერიზაცია (შარდის გამოშვება), ი/ვ ინფუზია და შარდის ს/ა
|
|
|
ინტოქსიკაციები
|
|
დეზინტოქსიკაცია / ინფუზიური თერაპია, ლაბორატორიული კვლევები
|
|
|
*იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესყიდული სპეციფიკური შრატებით და ვაქცინებით (მათ შორის, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით) მომსახურება .“.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ბ) მე-2 პუნქტის (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება):
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია:
|
№
|
დასახელება
|
განმარტება
|
|
1
|
I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა
|
ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სტაბილური ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.
ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია.
ამასთან, ამ სტანდარტის ფარგლებში, განხილულია მხოლოდ „I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება“ - ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი და არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას
|
|
2
|
II - III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა
|
ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:
1. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და საჭიროებენ ფარმაკოლოგიურ და ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ.,მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**)
|
|
2. ორი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ორი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და/ან
3. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და პარენტერალურ კვებას და/ან
4. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და ნოზოკომიური ინფექცია, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**).
|
|
3
|
თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია
|
თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, უშუალოდ დიალიზის ერთი სეანსის ღირებულება
|
|
4
|
სისხლი და სისხლის კომპონენტები
|
სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმის ერთი ტრანსფუზიის სრული ღირებულება
|
|
** უშუალოდ დიალიზის სეანსის ღირებულება არ არის გათვალისწინებული (იხ. №3 პუნქტი)
|
|
I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება
|
|
|
ICD 10 კოდი
|
ნოზოლოგიის დასახელება
|
დაზუსტება
|
|
|
E03.5
|
მიქსედემური კომა
|
|
|
|
E10.0
E11.0
|
ინსულინდამოკიდებული / ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, კომით
|
|
|
|
E10.1
E11.1
|
ინსულინდამოკიდებული / ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზით
|
მძიმე დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰემოდინამიკური ან ნევროლოგიური დარღვევებით, რესპირატორული უკმარისობით ან მძიმე აციდოზით
|
|
|
E12.0
|
არასაკმარის კვებასთან დაკავშირებული შაქრიანი დიაბეტი, კომით
|
|
|
|
E13.0
|
შაქრიანი დიაბეტის სხვა დაზუსტებული ფორმები, კომით
|
|
|
|
E14.0
|
შაქრიანი დიაბეტი, დაუზუსტებელი, კომით
|
|
|
|
R40
|
ძილიანობა, სტუპორი და კომა
|
მხოლოდ ახლადაღმოცენებული
|
|
|
G04
|
ენცეფალიტი, მიელიტი და ენცეფალომიელიტი
|
|
|
|
G41
|
ეპილეფსიური სტატუსი
|
|
|
|
G92
|
ტოქსიკური ენცეფალოპათია
|
ჰემოდინამიკის არასტაბილურობა, ან მისი განვითარების მაღალი რისკი
ცნობიერების დარღვევა, გულყრა
|
|
|
G93.1
|
თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
|
ცნობიერების დარღვევით
|
|
|
I61
|
ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა
|
ცნობიერების დარღვევით / ღეროს ჰერნიაციის მაღალი რისკი ან მწვავე ინსულტი ცნობიერების შეცვლის გარეშე
|
|
|
I63
|
თავის ტვინის ინფარქტი
|
|
|
|
S06
|
ინტრაკრანიალური ტრავმა
|
|
|
|
K72.0
|
ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა
|
პორტოსისტემური ენცეფალოპათია,
ფულმინანტური უკმარისობა
|
|
|
R57
|
შოკი
|
|
|
|
T78.2
|
ანაფილაქსიური შოკი, დაუზუსტებელი
|
|
|
|
T79.4
|
ტრავმული შოკი
|
|
|
|
T80.5
|
შრატისმიერი ანაფილაქსიური შოკი
|
|
|
|
T81.1
|
შოკი პროცედურის განმავლობაში ან მის შემდეგ, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
|
|
|
|
A48.3
|
ტოქსიკური შოკის სინდრომი
|
|
|
|
S27.7
|
გულმკერდის ღრუს ორგანოთა მრავლობითი ტრავმა
|
|
|
|
S36.7
|
მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა
|
|
|
|
T07
|
მრავლობითი ტრავმები, დაუზუსტებელი
|
|
|
|
T29.0
|
სხვადასხვა მიდამოს თერმული დამწვრობა, დაუზუსტებელი ხარისხის
|
გართულებული შოკით
|
|
|
T75.4
|
ელექტრული დენის ზემოქმედება
|
|
|
|
A41
|
სეპტიცემია
|
|
|
|
D62
|
მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია
|
|
|
|
D65
|
დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება [დეფიბრინაციული სინდრომი]
|
|
|
|
R65
|
სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი
|
|
|
|
K65.0
|
მწვავე პერიტონიტი
|
|
|
|
D59.3
|
ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი
|
მიმდინარე ჰემოლიზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევით
|
|
|
K91.2
|
პოსტოპერაციული მალაბსორბცია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
|
|
|
|
J46
|
ასთმური სტატუსი (status asthmaticus)
|
|
|
|
J80
|
მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი
|
|
|
|
J81
|
ფილტვის შეშუპება
|
|
|
|
J96.0
|
სუნთქვის მწვავე უკმარისობა
|
|
|
|
R09.2
|
სუნთქვის შეჩერება
|
|
|
|
A05.1
|
ბოტულიზმი
|
|
|
|
I26
|
ფილტვის (არტერიის) (ვენის) ემბოლია
|
მწვავე ფილტვისმიერი გულის დროს
|
|
|
A34
|
სამეანო ტეტანუსი
|
|
|
|
A35
|
ტეტანუსის სხვა ფორმები
|
|
|
|
R56.8
|
დაუდგენელი და სხვა კონვულსიები
|
სერიული გულყრები
|
|
|
O15
|
ეკლამპსია
|
|
|
|
N17
|
თირკმელების მწვავე უკმარისობა
|
ურემიული ენცეფალოპათია, ჰიპერკალემია, აციდოზი, ჰემოსტაზის დარღვევა
|
|
|
N19
|
თირკმელების უკმარისობა, დაუზუსტებელი
|
ურემია
|
|
|
I46
|
გულის გაჩერება
|
|
|
|
I50
|
გულის უკმარისობა (მწვავე)
|
|
|
|
E27.2
|
ადისონური კრიზი
|
|
|
|
Е05.5
|
თიროიდული კრიზი ან შეტევა
|
|
|
|
G00
|
ბაქტერიული მენინგიტი, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
|
კრიტიკული მდგომარეობა - ცნობიერების დარღვევით, რესპირატორული უკმარისობით ან მენინგიტი შეცვლილი ცნობიერებით, რესპირატორული დარღვევების გარეშე
|
|
|
I20.0
|
არასტაბილური სტენოკარდია
|
|
|
|
I21
|
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
|
|
|
|
I44
|
წინაგულ-პარკუჭოვანი (ატრიო-ვენტრიკულური) და ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა
|
მხოლოდ გულის გაჩერების, ასისტოლიის და ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი პაუზების დროს ან მკვეთრი, ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის დროს
|
|
|
I47
|
პაროქსიზმული ტაქიკარდია
|
ჰემოდინამიკის მძიმე დარღვევით
|
|
|
I48
|
წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა
|
ჰემოდინამიკის მძიმე დარღვევით
|
|
|
I49.0
|
პარკუჭთა ციმციმი და თრთოლვა
|
ჰემოდინამიკის დარღვევა
|
|
|
I49.5
|
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი
|
მხოლოდ გულის გაჩერების, ასისტოლიის და ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი პაუზების დროს ან მკვეთრი, ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია
|
|
|
J05.0
|
მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი (კრუპი)
|
მძიმე სუნთქვის უკმარისობა, ცენტრალური ციანოზი, სატურაციის დაქვეითება ან სუნთქვის უკმარისობა, სტრიდორი მოსვენებულ მდგომარეობაში
|
|
|
J05.1
|
მწვავე ეპიგლოტიტი
|
მძიმე სუნთქვის უკმარისობა და ინტოქსიკაცია, ცენტრალური ციანოზი, სატურაციის დაქვეითება ან სუნთქვის უკმარისობა, სტრიდორი მოსვენებულ მდგომარეობაში, მკვეთრი სალივაცია
|
|
|
RO4.2
|
ჰემოპტიზისი [სისხლის ამოხველება]
|
მასიური
|
|
|
N00
|
მწვავე ნეფრიტული სინდრომი
|
რენული ენცეფალოპათია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა
ან არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ოლიგურია,მაკროჰემატურია
|
|
|
N01
|
სწრაფადპროგრესირებადი ნეფრიტული სინდრომი
|
რენული ენცეფალოპათია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის პროგრესირებადი დაქვეითება (ანურია)
ან არტერიული ჰიპერტენზია,მასიური შეშუპება,ოლიგურია,თირკმლის ფუნქციის პროგრესირებადი დაქვეითება,ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც მოითხოვს იმუნოსუპრესიული თერაპიის დაუყოვნებლივ დაწყებას
|
|
|
N04
|
ნეფროზული სინდრომი
|
ანასარკით გამოწვეული ჰიპოვოლემიური შოკი, თრომბოემბოლიური გართულებები
ან მასიური შეშუპება, ოლიგურია, თირკმლის პრერენული უკმარისობა
|
|
|
N18.5
|
თირკმელების ქრონიკული დაავადება, სტადია 5
|
კარდიული ასთმა, სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალემია და აციდოზი ან ურემიული ენცეფალოპათია, ჰიპერკალემია, აციდოზი, ჰემოსტაზის დარღვევა
|
|
|
N23
|
თირკმლის ჭვალი, დაუზუსტებელი
|
ძლიერი ტკივილი, ჰემატურია
|
|
|
T37-T64, W57, W59
|
სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით და ბიოლოგიური ნივთიერებებით მოწამვლა / უპირატესად არასამედიცინო დანიშნულების სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტები / კბენა ან დანესტრვა არაშხამიანი მწერის და სხვა არაშხამიანი ფეხსახსრიანების მიერ / სხვა ქვეწარმავლების მიერ მიყენებული კბენა ან დარტყმა
|
ჰემოდინამიკის არასტაბილურობა, ან მისი განვითარების მაღალი რისკი, ცნობიერების დარღვევა და აირგამტარი გზების დაუცველობა / გულყრა
|
|
|
R10
|
მუცლისა და მენჯის ტკივილი
|
ძლიერი ტკივილი, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
|
|
|
D50-D64
|
ალიმენტური, ჰემოლიზური, აპლაზიური და სხვა ანემიები (ღრმა ანემიები)
|
|
|
|
D69
|
პურპურა და სხვა ჰემორაგიული მდგომარეობები
|
ჰემორაგიული დიათეზი, ღრმა თრომბოციტოპენია
|
|
|
D70
|
აგრანულოციტოზი
|
ღრმა ლეიკოპენია, ნეიტროპენია
|
|
|
G93.6
|
ცერებრული შეშუპება
|
.“.
|
|
|
|
|
|
|
|
ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტით (გადაუდებელი მდგომარეობები) განსაზღვრული ცხრილის:
ბ.ბ.ა) 6.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„6.1.
|
K12.2
|
პირის ღრუს ფლეგმონა და აბსცესი
|
EDSA00
|
ქვედა ყბის გაკვეთა
|
ჩირქგროვის გახსნა, დრენირება, საჭიროების შემთხვევაში, კბილის ექსტრაქცია.“;
|
ბ.ბ.ბ) 7.4. და 7.5. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„7.4.
|
K25 / K26 / K27 / K92.2
|
კუჭის წყლული / თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული / პეპტიკური წყლული დაუზუსტებელი / გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი
|
JDS
|
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ქირურგია
|
გართულებული სისხლდენით, დეკომპენსირებული პილოროსტენოზით/ პერფორაციით
პერფორირებული წყლულის გაკერვა, სისხლდენი წყლულის ამოკერვა ჰემოსტაზი
|
|
7.5.
|
K25 / K26 / K27 / K92.2
|
კუჭის წყლული / თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული / პეპტიკური წყლული დაუზუსტებელი / გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი
|
JDS
|
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ქირურგია
|
გართულებული სისხლდენით, დეკომპენსირებული პილოროსტენოზით/ პერფორაციით
კუჭის რეზექცია ან ორგანოს დამზოგველი ოპერაცია (JDSH63-ვაგოტომია პილოროპლასტიკა) ვაგოტომია/JDSG-პილოროპლასტიკა/
თორმეტგოჯა ნაწლავის პლასტიკური ოპერაციები.“;
|
ბ.ბ.გ) 9.7. და 9.8. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„9.7.
|
K42.1
|
ჭიპის თიაქარი განგრენით
|
JASF
JFSA
|
ჭიპის თიაქრის აღდგენითი ოპერაციები
ლოკალური ოპერაციები ნაწლავებზე (ჩვენების შესაბამისად)
|
|
|
9.8.
|
K43.1
|
მუცლის წინა კედლის თიაქარი განგრენით
|
JASG
JFSA
|
სხვა სახის თიაქრების და მუცლის კედლის აღდგენითი ოპერაციები
ლოკალური ოპერაციები ნაწლავებზე (ჩვენების შესაბამისად)
|
.“;
|
ბ.ბ.დ) 10.3. პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 10.4. პუნქტი:
|
„10.4.
|
K35.2
|
მწვავე აპენდიციტი გენერალიზებული პერიტონიტით
|
JESA10
JASK
|
აპენდექტომია დრენირებასთან ერთად/პერიტონეუმის ღრუს დრენირება და გამორეცხვა
|
.“;
|
ბ.ბ.ე) 11.7. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„11.7.
|
K80.0 / K81.0
|
ნაღვლის ბუშტის ქვები მწვავე ქოლეცისტიტით (გაჟონვით გავრცელებული პერიტონიტი (ნაღვლოვანი)) / მწვავე ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის აბსცესი, განგრენული, ჩირქოვანი ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა)
|
JKSA20
|
ქოლეცისტექტომია
|
.“;
|
ბ.ბ.ვ) 14.14. და 14.15. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„14.14.
|
N47
|
გრძელი ჩუჩა, ფიმოზი და პარაფიმოზი
|
KGSA10
|
ჩუჩის ჩაჭრა
|
პარაფიმოზი
|
|
14.15.
|
N47
|
გრძელი ჩუჩა, ფიმოზი და პარაფიმოზი
|
KGSH10
|
ასოზე რეკონსტრუქციული ოპერაცია
|
პარაფიმოზი.“;
|
ბ.ბ.ზ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„15.
|
გინეკოლოგია
|
|
|
15.1.
|
O00
|
საშვილოსნოს გარეშე (ექსტოპიური) ორსულობა
|
LBSC
|
ფალოპის მილის შემანარჩუნებელი ოპერაცია მილოვანი გარე ორსულობის გამო
|
|
|
15.2.
|
O00
|
საშვილოსნოს გარეშე (ექსტოპიური) ორსულობა
|
LBSD
|
ფალოპის მილის ნაწილობრივი ამოკვეთა
|
|
|
15.3.
|
O00
|
საშვილოსნოს გარეშე (ექსტოპიური) ორსულობა
|
LBSE
|
ფალოპის მილის ტოტალური ამოკვეთა
|
|
|
15.4.
|
N83.2
|
საკვერცხის სხვა და დაუზუსტებელი კისტები
|
LASC/LASD/ LASE/LASF
|
საკვერცხის დაზიანებული უბნის ამოკვეთა ან დაშლა/ საკვერცხის ნაწილობრივი ამოკვეთა/საკვერცხის სრული ამოკვეთა/საკვერცხის და ფალოპის მილის ამოკვეთა
|
საკვერცხის კისტის აპოპლექსია
|
|
15.5.
|
N83.5
|
საკვერცხის, საკვერცხის ფეხის და ფალოპუსის მილის შემოგრეხა
|
LASC/LASD/ LASE/LASF/ LBSD/LBSE
|
საკვერცხის დაზიანებული უბნის ამოკვეთა ან დაშლა/ საკვერცხის ნაწილობრივი ამოკვეთა/საკვერცხის სრული ამოკვეთა/საკვერცხის და ფალოპის მილის ამოკვეთა/ფალოპის მილის ნაწილობრივი ამოკვეთა/ფალოპის მილის ტოტალური ამოკვეთა
|
.“;
|
|
|
|
|
|
|
|
|
ბ.ბ.თ) 17.2. და 17.3. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„17.2.
|
S06.1
|
თავის ტვინის ტრავმული შეშუპება
|
AASD
|
ოპერაციები თავის ტრავმის გამო (დეკომპრესიული კრანიოტომია)
|
|
|
17.3.
|
S06.3
|
თავის ტვინის კეროვანი ტრავმა
|
AASD
|
ოპერაციები თავის ტრავმის გამო (დეკომპრესიული კრანიოტომია)
|
.“;
|
ბ.ბ.ი) 17.6. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„17.6.
|
S06.6
|
ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა
|
AASD
|
ოპერაციები თავის ტრავმის გამო (დეკომპრესიული კრანიოტომია)
|
.“;
|
ბ.ბ.კ) 17.8. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„17.8.
|
S06.7
|
ქალასშიდა ტრავმა გახანგრძლივებული კომით
|
AASD
|
ოპერაციები თავის ტრავმის გამო (დეკომპრესიული კრანიოტომია)
|
.“.
|
4. დადგენილების №1.3 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“):
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:
გ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები;
გ.ა.ბ) სხვა გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია.“;
ა.ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ.ა1“ ქვეპუნქტი:
„გ.ა1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ანაზღაურდება სრულად. ამასთან, გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5 საწოლ-დღისა;“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:
გ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები;
გ.ა.ბ) სხვა გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია.“;
ბ.ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ.ა1“ ქვეპუნქტი:
„გ.ა1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას, მოსარგებლის მხრიდან, გარდა, ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ითვალისწინებს კრიტიკული მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე, თანაგადახდას არ ექვემდებარება ასაკით პენსიონერი ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება. გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5 საწოლ-დღისა;“.
5. დადგენილების №1.4 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“):
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:
ბ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები;
ბ.ა.ბ) სხვა გადაუდებელი მდგომარეობები.“;
ა.ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:
„ბ.ა1) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება სრულად; ამასთან, №1.2 დანართით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5 საწოლ-დღისა.“.
|