საჯარო ფინანსების მართვის პროცესში ანგარიშგებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№144
სარეგისტრაციო კოდი
190040000.10.003.018529
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №144

2015 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო ფინანსების მართვის პროცესში ანგარიშგებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჯარო ფინანსების მართვის პროცესში ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით:

მუხლი 1
ყოველი წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს წინადადებებს საქართველოს მთავრობისათვის, გასული წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან მიმართებაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების საბიუჯეტო პროცესში გათვალისწინების შესაძლებლობის თაობაზე.
მუხლი 2
საქართველოს მთავრობა განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებებს და განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას შენიშვნებისა და რეკომენდაციების საბიუჯეტო პროცესში ასახვის მიზნით.
მუხლი 3
სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებაც მიზანშეწონილად ჩაითვალა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებიდან გამომდინარე, ასევე ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებსა და მონიტორინგის მექანიზმებს, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მითითებით.
მუხლი 4
საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამოქმედო გეგმით დასახული ღონისძიებების შესრულებას.
მუხლი 5
საბიუჯეტო წლის დასრულებამდე სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა უწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების/მიმდინარეობის თაობაზე.
მუხლი 6
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების თაობაზე ანგარიშს და წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც მას გადასცემს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად.
მუხლი 7
წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინების თაობაზე, ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად.
მუხლი 8
წლიური ბიუჯეტის კანონის პროექტთან მიმართებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების თაობაზე, საქართველოს მთავრობის პოზიცია საქართველოს პარლამენტს წარედგინება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით. 
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი