სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №604 |
|
2017 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების (დონორები) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განხორციელებული შესყიდვებისა.
|
[1] იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს.
|
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდები) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები (დანართი №1), რომელთა ფარგლებშიც, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა, სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა.
მუხლი 3🔗
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ვრცელდება ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა:საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი №1