კოდი დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №90 |
|
2019 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;
ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
ა) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის განხორციელების მიზნობრიობისა და აუცილებლობის დასაბუთება;
ბ) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია ამავე დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე, რომელიც აერთიანებს მინიმუმ სამი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ სამი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;
გ) დაზიანებული/ამორტიზებული შესყიდვის ობიექტის შეცვლის მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული დეფექტური აქტი/დასკვნა;
დ) ადმინისტრაციული შენობის აგების/ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში შემავალი ობიექტების შესყიდვას, შესაბამისი შესყიდვის საჭიროება და მისი დასაბუთება;
ე) ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დასაბუთება საჭიროებისამებრ.
ა) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა;
ბ) ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის განხილვის ვადა შეადგენს 10 სამუშაო დღეს მისი განსახილველად რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით შემსყიდველს უკან უბრუნებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, თავიდან წარმოადგინოს შენიშვნების შესაბამისად გადამუშავებული შესათანხმებელი ინფორმაცია დადგენილი წესით, რაც გულისხმობს ინფორმაციის განხილვას რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. ინფორმირების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის ასლი ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
5. განსაკუთრებული საჭიროებისას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელება 3 სამუშაო დღით, რაც უნდა ეცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
6. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვადის განმავლობაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, საკითხი მიიჩნევა განხილულად.
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვებისა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების (დონორები) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვებისა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განსახორციელებელი შესყიდვებისა;
დ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განსახორციელებელი შესყიდვებისა;
ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ განსახორციელებელი შესყიდვებისა;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებელი შესყიდვებისა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაიცა უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაცია, რასაც არ ეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაცია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციით.
3. ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად.
|
|
კოდი |
დასახელება |
|
|---|---|---|
|
16100000 |
სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის |
|
|
16300000 |
მოსავლის ასაღები მანქანები |
|
|
16500000 |
ავტომტვირთველი ან თვითმცლელი ტრაილერები და ნახევარტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის |
|
|
16600000 |
სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები |
|
|
16700000 |
ტრაქტორები |
|
|
30200000 |
კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები |
|
|
31100000 |
ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები |
|
|
32200000 |
რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა |
|
|
32300000 |
ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა |
|
|
32400000 |
ქსელები |
|
|
34100000 |
ავტოსატრანსპორტო საშუალებები |
|
|
34200000 |
სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები |
|
|
35410000 |
ჯავშნიანი სამხედრო მანქანები |
|
|
37300000 |
მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები |
|
|
39100000 |
||
|
39700000 |
საოჯახო ტექნიკა1 |
|
|
42400000 |
ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები |
|
|
42511000 |
სითბოგაცვლითი დანადგარები და ჰაერის ან სხვა გაზების გასათხევადებელი მოწყობილობები |
|
|
42512000 |
ჰაერის კონდიცირების საშუალებები |
|
|
42900000 |
სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები |
|
|
43100000 |
სამთო მანქანა-დანადგარები |
|
|
43200000 |
მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები |
|
|
43300000 |
სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები |
|
|
43500000 |
მუხლუხა სატრანსპორტო საშუალებები |
|
|
48100000 |
პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები |
|
|
48200000 |
ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები |
|
|
48500000 |
საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები |
|
|
48600000 |
მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები |
|
|
48800000 |
საინფორმაციო სისტემები და სერვერები |
|
|
48900000 |
სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები. |