კოდი დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №650 |
|
2019 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;
ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
ა) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის განხორციელების მიზნობრიობისა და აუცილებლობის დასაბუთება;
ბ) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია, ამავე დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე; იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის კვლევა განხორციელებულია ინვოისების საფუძველზე, ბაზრის კვლევის ამსახველი დოკუმენტაცია უნდა აერთიანებდეს მინიმუმ სამი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ სამი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;
გ) დაზიანებული/ამორტიზებული შესყიდვის ობიექტის შეცვლის მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული დეფექტური აქტი/დასკვნა;
დ) ადმინისტრაციული შენობის აგების/ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში შემავალი ობიექტების შესყიდვას, შესაბამისი შესყიდვის საჭიროება და მისი დასაბუთება;
ე) ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დასაბუთება, საჭიროებისამებრ.
ა) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მის მიერ განხორციელებული ბაზრის კვლევის ალტერნატიული მეთოდით ჩატარების მოთხოვნა;
ბ) ინფორმირების მიზნით, წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის განხილვის ვადა შეადგენს 10 სამუშაო დღეს მისი განსახილველად რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით შემსყიდველ ორგანიზაციას უგზავნის შესაბამის რეკომენდაციას. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, თავიდან წარმოადგინოს შენიშვნების შესაბამისად გადამუშავებული შესათანხმებელი ინფორმაცია დადგენილი წესით, რაც გულისხმობს ინფორმაციის განხილვას რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. ინფორმირების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის ასლი ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
5. განსაკუთრებული საჭიროებისას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელება 3 სამუშაო დღით, რაც უნდა ეცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
6. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვადის განმავლობაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, საკითხი მიიჩნევა განხილულად.
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების (დონორების) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განხორციელებული შესყიდვებისა;
დ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
ზ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
თ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაიცა უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაცია, რასაც არ ეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაცია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციით.
3. ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად.
|
|
კოდი |
დასახელება
|
|
|---|---|---|
|
16100000 |
სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის |
|
|
16300000 |
მოსავლის ასაღები მანქანები |
|
|
16500000 |
ავტომტვირთველი ან თვითმცლელი ტრაილერები და ნახევარტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის |
|
|
16600000 |
სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები |
|
|
16700000 |
ტრაქტორები |
|
|
30200000 |
კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები |
|
|
31100000 |
ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები |
|
|
32200000 |
რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა |
|
|
32300000 |
ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა |
|
|
32400000 |
ქსელები |
|
|
34100000 |
ავტოსატრანსპორტო საშუალებები |
|
|
34200000 |
სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები |
|
|
35410000 |
ჯავშნიანი სამხედრო მანქანები |
|
|
37300000 |
მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები |
|
|
39100000 |
ავეჯი1 |
|
|
39700000 |
საოჯახო ტექნიკა1 |
|
|
42400000 |
ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები |
|
|
42511000 |
სითბოგაცვლითი დანადგარები და ჰაერის ან სხვა გაზების გასათხევადებელი მოწყობილობები |
|
|
42512000 |
ჰაერის კონდიცირების საშუალებები |
|
|
42900000 |
სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები |
|
|
43100000 |
სამთო მანქანა-დანადგარები |
|
|
43200000 |
მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები |
|
|
43300000 |
სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები |
|
|
43500000 |
მუხლუხა სატრანსპორტო საშუალებები |
|
|
48100000 |
პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები |
|
|
48200000 |
ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები |
|
|
48500000 |
საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები |
|
|
48600000 |
მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები |
|
|
48800000 |
საინფორმაციო სისტემები და სერვერები |
|
|
48900000 |
სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები |
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დაცვის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1551 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი დადგენილების მიღებამდე/ ამოქმედებამდე ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურები შესაბამისად გავრცელდეს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციებზე მათ მიერ 2021 წლის შესყიდვების გეგმით შესასყიდ იმ ობიექტებთან მიმართებით, რომლებიც ექცევიან ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
დანართიავეჯი1
39700000საოჯახო ტექნიკა1
42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები 42511000 სითბოგაცვლითი დანადგარები და ჰაერის ან სხვა გაზების გასათხევადებელი მოწყობილობები 42512000 ჰაერის კონდიცირების საშუალებები 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები 43100000 სამთო მანქანა-დანადგარები 43200000 მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები 43500000 მუხლუხა სატრანსპორტო საშუალებები 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები 48500000 საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები 1 იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს.