ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №543
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის სახელობის მემორიალის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ქ ალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი