ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1895
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019907
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1895

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს ოლივერ და მარჯორი უორდროპების მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი