საგამოძიებო შეთანხმება განსაზღვრავს შესამოწმებელ ფაქტებს; ის განსაზღვრავს კომისიის ჩამოყალიბების წესსა და დროს და კომისიონერების უფლებამოსილების საზღვრებს.

თუ ამის საჭიროება არსებობს, ის ასევე განსაზღვრავს იმას, თუ სად უნდა იყოს კომისიის ადგილსამყოფელი, და შესაძლოა თუ არა მისი სხვა ადგილას გადატანა, თუ რომელი ენა უნდა გამოიყენოს კომისიამ და რომელი ენების გამოყენებაა მის წინაშე ნებადართული; ის ამასთანავე განსაზღვრავს თარიღს, როდესაც თითოეულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს განცხადება ფაქტების შესახებ, და, ზოგადად, ყველა იმ პირობას, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ.

თუ მხარეები საჭიროდ ჩათვლიან დანიშნონ შემფასებლები, საგამოძიებო შეთანხმებამ უნდა განსაზღვროს მათი შერჩევის წესი და მათი უფლებამოსილების საზღვრებ