იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სერიოზული უთანხმოება, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობას, მშვიდობიანი ურთიერთობების გაწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, თითოეული დაპირისპირებული მხარე ირჩევს სახელმწიფოს, რომელსაც ისინი აკისრებენ მისიას, პირდაპირ კომუნიკაციაში შევიდეს მეორე მხარის მიერ არჩეულ სახელმწიფოსთან.
ამ მანდატის განმავლობაში, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც არსებობს სხვაგვარი შეთანხმება, დავის მონაწილე მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი პირდაპირი კომუნიკაციისგან დავის არსის თაობაზე, რაც ექსკლუზიურად მედიატორი მხარეებისთვისაა გადაცემული. ამ უკანასკნელებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ დავის მოსაგვარებლად.
მშვიდობიანი ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, მედიატორ მხარეებს ეკისრებათ ერთობლივი ამოცანა, ისარგებლონ ნებისმიერი შემთხვევით, რათა აღდგეს მშვიდობა.
ნაწილი III. საერთაშორისო საგამოძიებო კომისიე